GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საქართველოს პრეზიდენტმა სომხური ეკლესიის მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა 
 
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო,
გილოცავთ იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 6 იანვარს აღნიშნავს. მინდა ეს დღე მივულოცო არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ სომხური ეკლესიის მრევლს მთელ მსოფლიოში.
ვაცლავ ჰაველის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა 

2011 წლის 23 დეკემბერს, 16 საათზე, ევროპის მოედანზე სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლების ინიციატივით გაიმართა ვაცლავ ჰაველის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეკრება. რელიგიური გაერთიანებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგებეს დისიდენტის, უფლებადამცველისა და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას.

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა 

22 დეკემბერს, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს 2011 წლის დასკვნითი შეხვედრა. შეხვედრაზე უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, თამარ კინწურაშვილმა შეაჯამა 2011 წლის მანძილზე განხორციელებული ის ცვლილებები, რომელიც საქართველოში რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 

2011 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე–14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლი და მე–19 (რწმენის თავისუფლება) მუხლის პირველი და მე–3 პუნქტები, ვინაიდან „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (მე–2 მუხლის მე–2 პუნქტი) გამორიცხავს რელიგიური, ეთიკური თუ სხვა შეხედულებებიდან გამომდინარე, ალტერნატიული (არასამხედრო) შრომითი სამსახურის მოთხოვნის შესაძლებლობას.  მას მიაჩნია რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მსგავსად, წარმოშობს ადამიანის რწმენით განპირობებულ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის ლეგიტიმურ საფუძვლებს.

ხანუქა 

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ულოცავს ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს. ამ დღეს ებრაელი ხალხი დამპყრობლისგან ტაძრის დაბრუნებას ზეიმობს და ასევე იმ სასწაულს აღნიშნავს, როდესაც სოლომონის ტაძარში, მენორაში 1 დღის სამყოფი ზეთი სასწაულებრივად რვა დღის მანძილზე ანათებდა. ამ სასწაულის აღსანიშნად ხანუკქას დღეებში, 8 დღის მანძილზე ყოველდღე თითო სანთელი ინთება.

”აინუნგის” 20 წლისთავი 

„შერიგების“ ევანგელურ–ლუთერულ ეკლესიაში 2011 წლის 19 დეკემბერს  საქართველოს გერმანელთა ასოციაციის „აინუნგის“ დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება და კონცერტი  გაიმართა. მიღებაზე ასოციაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა გარი აუგსტმა წაიკითხა მოხსენება საქართველოში გერმანელების ისტორიულ–კულტურულ მემკვიდრეობასა და ორგანიზაცია „აინუნგის“ მოღვაწეობაზე.

ორგანიზაცია საქართველოში 1991 წელს დარეგისტრირდა. „აინუნგი“ ძველი გერმანული სიტყვაა და ერთობას ნიშნავს. სადღეისოდ ორგანიზაცია 2000 მდე წევრს აერთიანებს, რომელთა უმრავლესობა ცხოვრობს თბილისში, 100–მდე რუსთავში, ბოლნისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში.

ტომსკში ”ბჰაგავატ-გიტას” ასამართლებენ 

რუსეთში ქალაქ ტომსკში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი „ბჰაგავატ–გიტასთან“ დაკავშირებით. ტომსკის პროკურატურა მოითხოვს ინდუიზმის ყველაზე ცნობილი წმინდა წიგნი ექსტრემისტულ ლიტერატურად აღიარონ. საპროტესტო პეტიციის ხემოწერა შესაძლებელია:  http://www.petitions24.com/gita

ვაცლავ ჰაველი 

2011 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა ჩეხი პოლიტიკოსი; ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი. ჰაველი ცნობილი დოკუმენტის  –  „პრაღის დეკლარაცია ევროპის ნებისა და კომუნიზმის შესახებ" ავტორია. იგი ევროპაში კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი დისიდენტია.

„ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად ჰაველი პრეზიდენტი გახდა. ამ თანამდებობაზე ჰაველმა ჯერ ჩეხოსლოვაკია შემეგ კი ჩეხეთი მრავალპარტიულ დემოკრატიად აქცია. მისი მმართველობის 13 წელიწადში, ქვეყანამ რადიკალური ცვლილება განიცადა – გახდა ნატოს წევრი და დაიწყო ევროპის კავშირის წევრობაზე დიალოგი, რაც 2004 წელს, ჰაველის თანამდებობიდან წასვლის წლისთავზე, ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდა.

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამოცემები 

2011 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა  სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ 2010–2011 წლებში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია.

სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტმა ბოლო წლების მანძილზე შემდეგი წიგნები მოამზადა, თარგმნა და გამოსცა:

ბილინგვური განათლება 

2011 წლის 12 დეკემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროექტის   “ბილინგვური განათლების გზით ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების დაცვა” შედეგების პრეზენტაცია. პროექტი 2009 წლის დეკემბერში დაიწყო ევროკავშირის პროგრამის - ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის (EIDHR) ფარგლებში.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group