GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის შესახებ 

ჰოლოკოსტს, ებრაული ტრადიციის მიხედვით, ნისანის 27–ე დღეს იხსენებენ.  ისრაელში წინა დღეს, მზის ჩასვლის შემდეგ, იხურება ყველა მაღაზია და გასართობი დაწესებულება. დაშვებულია დროშები. დილის 10 საათზე, 2 წუთის მანძილზე, მთელი ისრაელი მდუმარედ მიაგებს პატივს 1933–1945 წლებში ნაცისტებისა და მათი თანამზრახველების ხელით დაღუპულებს. სინაგოგებში ინთება 6 სანთელი ექვსი მილიონი დაღუპული ადამიანის  მოსაგონებლად. კითხულობენ მსხვერპლთა სახელებს.

საქართველოს სახალხო დამცველმა ჰოლოკოსტის დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა:

შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში 

2012 წლის 12 აპრილს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან.

შეხვედრა გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის თავჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ. ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრებს მიესალმა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, თამარ კინწურაშვილი.

8 აპრილი ბოშების საერთაშორისო დღეა 

8 აპრილი ბოშების საერთაშორისო დღეა. 1971 წლის 8 აპრილს ლონდონში გამართულ ბოშების პირველ საერთაშორისო კონგრესზე 30 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა. ამ დღეს ბოშებმა მიიღეს ნაციონალური სიმბოლოები: დროშა და ეროვნული ჰიმნი, და თავი მსოფლიოს ერთიან თავისუფალ ნაციად გამოაცხადეს.

დღეს მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიების ნაწილი აღდგომას ზეიმობს 

დღეს მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიების ნაწილი უდიდეს დღესასწაულს - იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს.

სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა აღდგომის დღესასწაული მიულოცა საქართველოში სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელ, კათოლიკე  და სხვა ეკლესიების მრევლს, რომლებიც ამ დღეს  ახალი სტილის კალენდრით აღნიშნავენ.

საქართველოს მთავრობის სახელით, აღდგომის დღესასწუალი კათოლიკურ და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს მიულოცა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

ებრაული დღესასწაული - ფესახი 

6 აპრილს საქართველოში მცხოვრებმა ებრაელებმა უდიდესი ებრაული დღესასწაული ფესახი (პასექი) იზეიმეს. ფესახი უფლის მიერ ებრაელების ეგვიპტელთა მონობიდან გამოხნას ეძღვნება. ამ დღეს ებრაელები იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ და უფუარ პურს - მაცას მიირთმევენ.

საქართველოს პრეზედენტის მიერ გავრცელებულ მისალოც მიმართვაში ნათქვამია:

„მედია და უმცირესობები“ – მრგვალი მაგიდა მარნეულში 

2012 წლის 6 აპრილს, ქალაქ მარნეულში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე – „ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე ქვემო ქართლში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის ინფორმაციის მიწოდების სისტემა და ეროვნული უმცირესობების გაშუქება ქართულ მედიაში“.

შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) მხარდაჭერით.

იეჰოვას მოწმეებმა იესო ქრისტეს მსხვერპლშეწირვის დღე აღნიშნეს 

2012 წლის 5 აპრილს მთელ მსოფლიოში მილიონობით იეჰოვას მოწმე შეიკრიბა, რათა გაეხსენებინათ დღე, როდესაც იესო ქრისტემ საკუთარი სიცოცხლე გასწირა კაცობრიობის საკეთილდღეოდ.  იეჰოვას მოწმეებისათვის ეს არის წლის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. ამ დღეს შეხვედრები ჩატარდა იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზებში მთელი საქართველოს მასშტაბითაც. შეხვედრაზე ლოცვის, გალობის, ბიბლიის კითხვისა და ქადაგების შემდეგ ჩამოატარეს ხმიადი და წითელი ღვინო სერობის დღის სიმბოლოს გასაზიარებლად.

საქართველოში შეხვედრები ჩატარდა ქართულ, ინგლისურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, ქურთულ და ჟესტების ენებზე.

ქართულ–ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონი 

5 აპრილს, 17 საათზე,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში 2012 წლის გაომართა ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონების პრეზენტაციას. პრეზენტაცია ორგანიზებული იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიური მოზაიკის” მიერ.

ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები მოიცავს 25 000-ზე მეტ სიტყვას თითოეულ ენაზე. ლექსიკონებს ერთვის   ოსური ენის გრამატიკული ნარკვევი (აკადემიკოსი ვასილ აბაევი) და ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა (აკადემიკოსი ავთანდილ არაბული). წიგნს დართული აქვს გამოყენების წესები ოსურ და ქართულ ენებზე, ოსური და ქართული ანბანი ტრანსკრიპციით, ასევე - შემოკლებები, განმარტებები და სხვ..

ოცდაოთხ მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ 24 მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მათ შორის მეჩეთებს, რომლებიც ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებშია განთავსებული.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას ბრძანა (#3/86) უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში. ბრძანების დანართში ჩამოთვლილია ის ობიექტები, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

რელიგიის თავისუფლება და ეროვნული უმცირესობების უფლებები სახალხო დამცველის 2011 წლის საპარლამენტო ანგარიშში 

2012 წლის 28 მარტს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის თანახმად, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ანგარიში 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში, ტრადიციულად, ცალკე თავები ეთმობა რელიგიის თავისუფლებასა და ეროვნული უმცირესობებების უფლებებს.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 15 დეკემბერი

აიდა ეზიდი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group