GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ კონფესიების რეგისტრაციის წესის შეფასება 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების მიერ მომზადებულ ანგარიშში (საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულება 26, 01, 2012) დადებითად არის შეფასებული რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციასთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღე 

27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედაა გამოცხადებული. 1945 წლის 27 იანვარს აუშვიცის ბანაკის ათასობით ტყვე გაათავისუფლეს. ჰოლოკოსტის დროს ნაცისტებმა ექვს მილიონზე მეტი ებრაელი და სხვა „არაწმინდა რასის“ წარმომადგენლები – ბოშები, პოლონელები, რუსები გაანადგურეს. ნაცისტების მსხვერპლი გახდნენ განსხვავებული პოლიტიკური და იდეოლოგიური შეხედულების მქონე ადამიანები, ასევე იეჰოვას მოწმეები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ჰომოსექსუალები.

საპატრიარქო და ეჩმიაძინი სურბ ნშანის თაობაზე 

წმინ­და ეჩ­მი­ა­ძი­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბას იმის თაობაზე, რომ სურბ ნშა­ნის ტა­ძრის წარმომავლობის საკითხი ერთობლივი კომისიის დასკვნის შედეგად უნდა დაიდოს, და მას გაუგებარი უწოდა. ეჩ­მი­ა­ძი­ნის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვაგ­რამ მე­ლი­კი­ან­მა  ИА REGNUM-ს გა­ნუც­ხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­ერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, გა­უ­გებ­რო­ბას იწ­ვევს და იგი ძნე­ლად აღ­საქ­მე­ლია, „ეკ­ლე­სი­ის წარ­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც მი­სი აგე­ბის დროს ამოკ­ვე­თეს, მოწ­მობს რომ ეს ტა­ძა­რი სომ­ხუ­რია".

რელიგიათა საბჭოსა და კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“ შეხვედრა 

2012 წლის 23 დეკემბერს, ევროპის სახლში გაიმართა კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“ შეხვედრა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრებთან. შეხვედრაზე  გულწრფელი საუბარი გაიმართა საქართველოში რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ. „კოალიცია ევროპული საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა  გამოხატეს რელიგიათა საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა და აღუთქვეს რელიგიურ გაერთიანებებს, რომ თანადგომას გაუწევენ კონკრეტული პრობლემების მოგვარებისას.

ეკუმენური ლოცვა ქრისტიანთა ერთობისათვის 

2012 წლის 20 იანვარს, თბილისის მარიამის ზეცად აღყვანების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში ქრისტიანთა ერთობისადმი მიძღვნილი ეკუმენური ლოცვა გაიმართა. ყველა ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვას აღავლენდნენ კათოლიკე, სომხური სამოციქულო, ევანგელურ–ლუთერული და ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიების ეპისკოპოსები, სასულიერო პირები და მრევლის წევრები. საქართველოში ჩატარებული ეკუმენური მსახურება მსოფლიოს ეკუმენური მოძრაობის ნაწილია.

ჟურნალი "ბილინგვური განათლება" 

"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის’’ მიერ ყოველ კვარტალურად ხორციელდება სამეცნიერო - საგანმანათლებლო ჟურნალ ,,ბილინგვური განათლების’’ გამოცემა. ჟურნალი იბეჭდება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის ,,მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში . 

ენის შეფასება და ტესტირება 

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR)“ მოამზადა და გამოსცა დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის მასწავლებლებისთვის „ენის შეფასება და ტესტირება“. სახელმძღვანელო გამოიცა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის „მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში. ეს წიგნი დაეხმარება ენობრივი კომპეტენციების შეფასებაში არა მხოლოდ ქართული ენის, არამედ უმცირესობათა მშობლიური ენებისა და უცხო ენების მასწავლებლებს.

რელიგიის თავისუფლების დღე – აშშ–ს პრეზიდენტის მიმართვა 

16 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში რელიგიის თავისუფლების დღე აღინიშნება. 1786 წლის 16 იანვარს, ვირჯინიის შტატის გენერალურმა ასამბლეამ ვირჯინიის რელიგიის თავისუფლების სტატუტი მიიღო, რომლის ავტორი თომას ჯეფერსონი იყო. ეს აქტი საფუძვლად დაედო აშშ–ს კონსტიტუციის პირველ დამატებას, რომლითაც რელიგიის თავისუფლებაა გარანტირებული.

ახალი წიგნი მსოფლიო რელიგიების შესახებ 

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში, დავით თინიკაშვილისა და ზურაბ ჯაშის ავტორობით, მომზადდა წიგნი „მსოფლიო რელიგიები“. წიგნი მკითხველს გააცნობს 5 დიდი რელიგიის (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ბუდიზმი, ისლამი ჰინდუიზმი), ასევე ე.წ. ნაციონალური რელიგიების ძირითად საფუძვლებს, ზნეობრივ ნორმებს, მათი სამყაროსადმი მიმართებას. წიგნი მომზადდა ევანგელისტური განვითარების სამსახურის (EED) ფინანსური დახმარებით.

სახალხო დამცველმა სურბ ნშანის ტაძარი მოინახულა 

2012 წლის 13 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა მოინახულა სურბ ნშანის უმოქმედო ტაძარი და  სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსს, ვაზგენ მირზახანიანს შეხვდა.

სურბ ნშანი თბილისის ცენტრში, აკოფიანისა და ვერცხლის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს. 1763 წ. იგი თბილისის შვიდ უმნიშვნელოვანეს ეკლესიათა შორის ირიცხებოდა. საბჭოთა პერიოდში ტაძარი ჯერ მაკარონების საწყობად, შემდეგ კი ეროვნული ბიბლიოთეკის სომხურენოვანი წიგნების ფონდის არქივად გამოიყენებოდა. 2002 წელს მას ხანძარი გაუჩნდა. დღესდღეობით სურბ ნშანის იატაკი ერთ მეტრამდე ნაგვითაა მოფენილი. ბოლო წლებია, ტაძარს უსახლკაროები და უპატრონო ძაღლები აფარებენ თავს. 2012 წლის 6 იანვარს სურბ ნშანში ისევ ხანძარი გაჩნდა, ხოლო 10 იანვარს გუმბათის საყრდენი ოთხი სვეტიდან ერთერთი ჩამოიქცა.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group