GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეროვნული უმცირესობების საბჭოს შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან 

2012 წლის 7 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოსა და შსს თანამშრომლების შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველის მოადგილე, ტატა ხუნწარია.

შეხვედრა გაიმართა 2010 წლის 4 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის, დადებული მემორანდუმის ფარგლებში. მემორანდუმი ითვალისწინებს, საბჭოს წევრებსა და  სამინისტროს წარმომადგენლებს შორის პერიოდულ შეხვედრებს. ამ შეხვედრების მიზანია ეთნიკური უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ურთიერთგაზიარება და საბჭოს წევრებისათვის  სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის გაცნობა.

სახალხო დამცველის გამოსვლა რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით 

2012 წლის 29 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში  სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი საიტის - www.religiebi.info-ს პრეზენტაციას დაესწრო. მან ასევე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ახალ ცვლილებებს ეხებოდა. სახალხო დამცველმა მოკლედ მიმოიხილა რელიგიური უმცირესობების პრობლემები და საკანონმდებლო ცვლილებებს წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთოს უმაღლესი კომისარი სახალხო დამცველის ოფისში 

‎2012 წლის 22-23 თებერვალს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთო-ს უმაღლესი კომისარი, კნუტ ვოლებეკი. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ეროვნული უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და შეფასება, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება.

23 თებერვალს კნუტ ვოლებეკი შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს,  ასევეე სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიური და ეთნიკური საბჭოების წარმომადგენლებს.

ოვანეს თუმანიანის საღამო და წიგნების ჩუქების დღე 

2012 წლის 19 თებერვალს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კულტურულ, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში „ჰაიარტუნში“ გაიმართა  ცნობილი პოეტისა და მწერლის ოვანეს თუმანიანის ხსოვნის საღამო. საღამოზე შეკრებილ ახალგაზრდებს სომხურ თემში არსებული ტრადიციის მიხედვით, წიგნებს ურიგებენ საჩუქრად. ეს ტრადიცია სასომხეთის მთავრობამ 2008 წელს ოფიციალურად აღადგინა და იგი ოვანეს თუმანიანის დაბადების დღეს დაუკავშირა.

ეზიდური დღესასწაული კავკასიურ სახლში 

2012 წლის 17 თებერვალს კავკასიურ სახლში გაიმართა ეზიდთა რელიგიურ დღესასწაულთან – ხიდრ ნაბისა და ხიდრ აილასის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება. ეზიდური წარმოდგენების მიხედვით, ხიდრ ნაბი და ხიდრ აილასი თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდანები არიან. ხიდრ ნაბი სურვილების ამსრულებელ და შეყვარებულთა მფარველ წმინდანად ითვლება, ხიდრ აილასი კი ზღაში მოგზაურთა მფარველად.

რეკომენდაციები ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციასთან დაკავშირებით 

2012 წლის 17 თებერვალს პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციისა და ტოლერანტობის საბჭო შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და პრეზიდენტთან არსებული სამოქალაო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭოს თავჯდომარე, თამარ კინწურაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ კონფესიების რეგისტრაციის წესის შეფასება 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების მიერ მომზადებულ ანგარიშში (საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულება 26, 01, 2012) დადებითად არის შეფასებული რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციასთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღე 

27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედაა გამოცხადებული. 1945 წლის 27 იანვარს აუშვიცის ბანაკის ათასობით ტყვე გაათავისუფლეს. ჰოლოკოსტის დროს ნაცისტებმა ექვს მილიონზე მეტი ებრაელი და სხვა „არაწმინდა რასის“ წარმომადგენლები – ბოშები, პოლონელები, რუსები გაანადგურეს. ნაცისტების მსხვერპლი გახდნენ განსხვავებული პოლიტიკური და იდეოლოგიური შეხედულების მქონე ადამიანები, ასევე იეჰოვას მოწმეები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ჰომოსექსუალები.

საპატრიარქო და ეჩმიაძინი სურბ ნშანის თაობაზე 

წმინ­და ეჩ­მი­ა­ძი­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბას იმის თაობაზე, რომ სურბ ნშა­ნის ტა­ძრის წარმომავლობის საკითხი ერთობლივი კომისიის დასკვნის შედეგად უნდა დაიდოს, და მას გაუგებარი უწოდა. ეჩ­მი­ა­ძი­ნის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვაგ­რამ მე­ლი­კი­ან­მა  ИА REGNUM-ს გა­ნუც­ხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­ერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, გა­უ­გებ­რო­ბას იწ­ვევს და იგი ძნე­ლად აღ­საქ­მე­ლია, „ეკ­ლე­სი­ის წარ­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც მი­სი აგე­ბის დროს ამოკ­ვე­თეს, მოწ­მობს რომ ეს ტა­ძა­რი სომ­ხუ­რია".

რელიგიათა საბჭოსა და კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“ შეხვედრა 

2012 წლის 23 დეკემბერს, ევროპის სახლში გაიმართა კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“ შეხვედრა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრებთან. შეხვედრაზე  გულწრფელი საუბარი გაიმართა საქართველოში რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ. „კოალიცია ევროპული საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა  გამოხატეს რელიგიათა საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა და აღუთქვეს რელიგიურ გაერთიანებებს, რომ თანადგომას გაუწევენ კონკრეტული პრობლემების მოგვარებისას.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

უკრაინა, 24 აგვისტო

დამოუკიდებლობის დღე

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group