GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სურბ ნშანის სამრეკლო ჩამოინგრა

2012 წლის 14 მაისს, თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე 1703 წელს აგებული სომხური ეკლესიის, სურბ ნშანის სამრეკლო  ჩამოინგრა, რომლის კედლები მოხატული იყო გამოჩენილი მხატვების - ჰოვნათანიანების მიერ. ნგრევის შედეგად დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი სახლიც.

ეკლესიის სამრეკლო დიდი ხნის განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება. რამდენიმე თვის წინ საქართველოს ძეგლთა დაცვის სამსახურმა სამრეკლო რკინისა და ხის საყრდენებით გაამაგრა. მიუხედავად ამისა, სამრეკლოს გადარჩენა ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, ნგრევის მიზეზი ა.წ. 8 მაისს მომხდარი მიწისძვრა და უკანასკნელი დღეების ძლიერი წვიმებია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ძეგლის შესაფასებლად უკვე ადგილზე მუშაობს სააგენტოს რესტავრატორთა ჯგუფი და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის „იკომოსის“ საქართველოს წარმომადგენლები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩამონგრეული ქვების მარკირება და ფოტოფიქსაცია, ტარდება წინაწარი კვლევითი სამუშაოები დაწვრილებითი პროექტის განსახორციელებლად.

სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელი  ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ გაავრცელა პრეს–რელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ ეპარქიის წინამძღვარმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს წერილით მიმართა და სთხოვა საქართველოში სომხური ძეგლების დაცვისა და შენარჩუნებისთვის, გამოიყოს აუცილებელი რესურსები და გადაწყდეს ნორაშენის (აიგო 1467 წელს), სურბ ნშანის (აიგო 1703 წელს), მუღნეცოც სურბ გევორგის (აიგო 1356 წელს), ერევანცოც სურბ მინას (აიგო 1790 წელს), შამქორეცოც სურბ ასტვაწაწინის (აიგო 1775 წელს), და ახალციხის სურბ ნშანის (აიგო 1862 წელს) ეკლესიების სომხური ეპარქიისათვის დაბრუნების საკითხი.

ამ პრობლემის შესახებ არაერთი განცხადება გაუკეთებია საქართველოს სახალხო დამცველს. წლების განმავლობაში ე.წ. სადავო ტაძრების საკითხი დასმულია სახალხო დამცველისანგარიშებში და მის მოხსენენბში.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group