GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველის და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი ღონისძიებ „ბოშები საქართველოში“

2012 წლის 1 მაისს, საქართველოს პარლმენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა სახალხო დამცველის და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი ღონისძიება „ბოშები საქართველოში“. შეკრების ერთ–ერთი მიზანი ბოშათა საერთაშორისო დღის გამოხმაურება იყო, რომელიც მსოფლიოში ყოველწლიურად 8 აპრილს აღინიშნება.

სტუმრებს მიესალმნენ სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი.

სახალხო დამცველმა წარმოადგინა მოხსენება საქართველოში მცხოვრები ბოშების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებისა,  ბოშების პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში სათანადო ჩართულობა არ არის უზრუნველყოფილი. სახალხო დამცველის თქმით, საკითხის მოგვარებას აბრკოლებს საზოგადოებაში არასათანადო ინფორმაციის არსებობა და სტერეოტიპული დამოკიდებულება ბოშათა თემისადმი. ასევე, თავად ბოშების მხრიდან, საზოგადოებაში ინტეგრაციის სურვილის ნაკლებობა. „ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავინტერესდეთ იმ სირთულეებით რომელთა წინაშეც ჩვენი საზოგადოების განუყოფელი წევრები, ბოშები დგანან. მათთან ერთად უნდა ვიფიქროთ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ღონისძიება იქნება ერთ–ერთი მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში ეთნიკურ ბოშათა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“ – აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.

ღონისძიებაზე საქართველოში მცხოვრები ბოშების შესახებ ასევე ისაუბრეს უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის წარმომადგენელმა, გიორგი სორდიამ, დედოფლისწყაროს რაიონში არსებული კახეთის ბოშათა კავშირის „რომა“ ხელმძღვანელმა, ვენერა მარტყოფიშვილმა და განათლების სამინისტროს სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორმა, ლელა ცქიტიშვილმა.

შეხვედრის ბოლოს,  გაიმართა სპექტაკლი, ოსკარ უაილდის „ვარსკვლავ ბიჭუნა“, რომელშიც ბოშა ბავშვები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე გამოფენილი იყო  ეკა ჭითანავას, თემო ბარძიმიშვილის და გიორგი ბილიხოძის ფოტოები „ბოშების პორტრეტები“ და ასევე გაიმართა ეკა ჭითანავას დოკუმენტური ფილმის „ვენერა“ პრეზენტაცია.

ამავე დღეს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ტოლერანტობის კუთხე.

შეხვედრა ორგანიზებული იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერით.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group