GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეთნიკური საბჭოს წევრების შეხვედრა ცესკოში 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2017 წლის 12 ოქტომბერს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრებისა და ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა აქტივობები განახორციელა საარჩევნო ადმინისტრაციამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ზრდისა და მათი ინფორმირებულობისთვის.

რელიგიათა საბჭოს წევრების შეხვედრა საქართველოს პროკურატურაში 

2017 წლის, 2 ოქტომბერს, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროს სალომე შენგელიას. შეხვედრას ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს საქართველოს პროკურატურისთვის რელიგიათა საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობა წარმოადგენდა.

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან 

2017 წლის 19 სექტმებერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატისა და ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლები.

რელიგიათა საბჭოს წევრი გაერთიანებების მიმართვა საქართველოს პარლამენტს 

სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წევრებს გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში გათვალისწინებულ იმ  დებულებებს, რომლებიც რწმენის, სინდისის და აღმსარებლობის თავისუფლებას და მათ შეზღუდვას შეეხება.

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 

2017 წლის, 26 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს შეხვედრა კულტურის მინისტრის მოადგილეთან, ლევან ხარატიშვილთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან და კულტურის სამინისტროს სხვა თანამშრომლებთან.

სახალხო დამცველთან არსებული რელიათა საბჭოს შეხვედრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან 

2017 წლის, 10 ივლისს, საქართველოს პარლამენტის რესპუბლიკის დარბაზში გაიმართა რელიგიათა საბჭოს შეხვედრა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან.

რამადან ბაირამი - სახალხო დამცველის მილოცვა 

ამ დღეებში მუსლიმები რამადან ბაირამის, იგივე ფითირ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. რამადანი მუსლიმთა კალენდრის მიხედვით, მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ თვეში მიანიჭა ალაჰმა მუჰამედს შუამავლის, მოციქულისა და ყურანის გამავრცელებლის მისია.

ტავაფა ეზიდი - ეზიდთა ტაძრის დღესასწაული 

11 ივნისს, თბილისში ეზიდთა ტაძრის დღესასწაული - ტავაფა ეზიდი იზეიმეს. ეზიდთა ტაძარი, რომელიც ერთადერთია პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე, 2012 წელს დაარსდა ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ. მშენებლობა დაიწყო 2013 წლის გაზაფხულზე და ორი წელი გაგრძელდა. 2015 წლის 16 ივნისს ჩატარდა ტაძრის საზეიმო გახსნა.

შავოუთის დღესასწაული 

31 მაისს ებრაელები შავოუთს - ღმერთის მიერ სინას მთაზე ებრაელი ხალხისათვის თორის გადაცემის დღესასწაულს აღნიშნავენ. ღმერთისგან მიცემულ მარადიულ აღთქმასთან დაკავშირებულ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულზე, სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ ებრაულ თემს მშვიდობას, კეთილდღეობას და სიხარულს უსურვებს.

რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციების პრეზენტაცია 

2017 წლის 15 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველმა უმასპინძლა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციების პრეზენტაციას. რელიგიათა საბჭოს წევრები რეკომენდაციებზე, რომელთა ადრესატები სახელმწიფო უწყებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და მედიაორგანიზაციები არიან, 2016-2017 წლების მანძილზე მუშაობდნენ.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 30 სექტემბერი

იომ კუპური

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group