GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს წევრების შეხვედრა საქართველოს პროკურატურაში

2017 წლის, 2 ოქტომბერს, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროს სალომე შენგელიას. შეხვედრას ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს საქართველოს პროკურატურისთვის რელიგიათა საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობა წარმოადგენდა.

 

რელიგიათა საბჭოსა და ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლებისთვის საინტერესო იყო საკითხი რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულების პრობლემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მუსლიმების წინააღმდეგ განხორციელებული სამართალდარღვევების შესახებ, რომლებზეც გამოძიება წლებია, ყოველგვარი შედეგის გარეშე მიმდინარეობს.

 

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგნელებმა რელიგიათა საბჭოს წევრებს რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მიერ შემუშავებული რეკომენდაცია გააცნეს და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე 2013-2017 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნის სტატისტიკური მონაცემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული, მათ შორის რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების შესახებ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის განხორციელებული სასწავლო აქტივობების თაობაზე.

 

2016-17 წლების მანძილზე, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიგათა საბჭომ მოამზადა რეკომენდაციების ნუსხა, რომლის ადრესატი, სახელმწიფო უწყებები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და მედიაა. რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ, სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა სახელმწიფო უწყებებს და მოითხოვა შეხვედრები საბჭოს რეკომენდაციების გაცნობისა და მსჯელობის მიზნით.

 

2017 წლის ივლისიდან დღემდე ამ ფორმატში გაიმართა შეხვედრა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებთან, კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლებთან.

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group