GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ოფიციალური გახსნა

საქართველოს გაეროს ასოციაციამ 2012 წლის 26 აპრილს, ევროპის სახლის საკონფერენციო დარბაზში, ოფიციალურად გახსნა აშშ–ს საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი – ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში.

ეროვნული ინტეგრაციის გასაძლიერებლად პროექტი სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს,  კერძოდ –არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე ახალგაზრდული სამოქალაქო კლუბების ჩამოყალიბებას და  სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას; გარდა ამისა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ეროვნული დისკუსიის წახალისების მიზნით, დაგეგმილია გაცვლითი პროგრამების, სოციალური მედიის, რეგიონალური და ნაციონალური მედია რესურსების გამოყენება; პროექტი ასევე სახალხო დამცველთან  არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭოს დახმარებასაც გულისხმობს.

გახსნის ცერემონიაზე აშშ–ს ელჩმა, ჯონ ბასმა დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ  USAID–ის  მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ეფექტუად სეუწყობს ხელს და  კიდევ უფრო გააღრმავებს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს საქრთველოში.

სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა მადლობა გადაუხადა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და გაეროს ასოციაციას მხარდაჭერისათვის და ისაუბრა იმ საქმიანობაზე, რომელსაც სახალხო დამცველი ეწევა ტოლერანტული გარემოს მშენებლობის კუთხით.

პროექტის გახსნას მიესალმა ეროვნული უშოშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, თამარ კინწურაშვილი, მან ისაუბრა საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ამერიკის მთავრობის მხარდაჭერის პოზიტიურ როლზე და პროექტთან დაკავშირებით აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

პროექტის გახსნაზე გამოფენილი იყო 19–20 საუკუნეების მიჯნაზე დიმიტრი ერმაკოვის მიერ გადაღებული ფოტოები, რომელიც საქართველოს ეროვნულ და რელიგიურ მრავალფეროვნებას ასახავს.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group