GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

8 აპრილი ბოშების საერთაშორისო დღეა

8 აპრილი ბოშების საერთაშორისო დღეა. 1971 წლის 8 აპრილს ლონდონში გამართულ ბოშების პირველ საერთაშორისო კონგრესზე 30 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა. ამ დღეს ბოშებმა მიიღეს ნაციონალური სიმბოლოები: დროშა და ეროვნული ჰიმნი, და თავი მსოფლიოს ერთიან თავისუფალ ნაციად გამოაცხადეს.

2012 წლის 8 აპრილს აშშ სახელმწიფო მდივნმა, ჰილარი კლინტონმა ბოშათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში ნათქვამია, რომ „დღეს ბოშები ადამინის უფლებებისა და ღირსებისათვის ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებიან. სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს ბოშათა უმცირესობების დასაცავად და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ბოშათა პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობები. ბოშები, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, იმსახურებენ უკეთეს და ნათელ მომავალს“.

ევროპაში დაახლოებით, 10-დან 12 მილიონამდე ბოშა ცხოვრობს. 
უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის 2009 წლის კვლევის მიხედვით კი, საქართველოში 1000-მდე ბოშა ცხოვრობს. მათი მცირერიცხოვანი თემი ძირითადად, დაბა აღთაკლიაში ლენინოვკაში, თბილისში, ქუთაისში, ქობულეთში, ბათუმსა და თელავშია მიმოფანტული.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group