GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ებრაული დღესასწაული - ფესახი

6 აპრილს საქართველოში მცხოვრებმა ებრაელებმა უდიდესი ებრაული დღესასწაული ფესახი (პასექი) იზეიმეს. ფესახი უფლის მიერ ებრაელების ეგვიპტელთა მონობიდან გამოხნას ეძღვნება. ამ დღეს ებრაელები იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ და უფუარ პურს - მაცას მიირთმევენ.

საქართველოს პრეზედენტის მიერ გავრცელებულ მისალოც მიმართვაში ნათქვამია:

 „მინდა მოგილოცოთ ებრაული კალენდრის ერთ–ერთი უდიდესი დღესასწაული ფესახი (პასექი), რომელიც ებრაელი ხალხის მონობისგან თავის დაღწევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ნიშნად უფლისგან მოსულ ხსნას ზეიმობენ და იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ. ეს ბიბლიური დღესასწაული ძვირფასი და მნიშვნელოვანია ყველა ებრაელისათვის და სიმბოლურია სხვა ერებისათვის, რადგან ამ დღეს ებრაელები კაცობრიობას  თავისუფლების სიყვარულისა და ერთგულების მაგალითს უჩვენებენ.

სულითა და გულით ვულოცავ ამ დღეს მთელ ებრაელ ხალხს და მათთან ერთად ქართველ ებრაელებს, რომელთა წვლილი ჩვენი სახელმწიფოს აღმშენებლობისა და განვითარების საქმეში განუზომელია.  

რწმენა, მშვიდობა და სიკეთე არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.“

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group