GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

მემორანდუმი საქართველოს სახალხო დამცველსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 

საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა შოთა ნიჟარაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ახალგაზრდული ჯგუფის საზაფხულო სკოლა 

2012 წლის 20-24 ივლისს, თბილისში, სასტუმრო რედისონში გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ახალგაზრდული ჯგუფის საზაფხულო სკოლა.

ტრენინგი ჟურნალისტებისათვის 

2012 წლის 20- 21 ივლისს, სასტუმრო ამბასადორში გაიმართა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის „მრავალფეროვნების გაშუქება და მედიის განვითარების თანამედროვე სტრატეგიები“.

ტრენინგი სპეციალურად იყო ორგანიზებული სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მედიის წარმომადგენლებისათვის.

ვებ-გვერდის www.tolerantoba.ge პრეზენტაცია ახალციხეში 

2012 წლის 14 ივლისს ახალციხეში, „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ოფისში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ვებ-გვერდის www.tolerantoba.ge პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. 

რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციების პრეზენტაცია 

29 ივნისს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციების პრეზენტაცია. რეკომენდაციები მიმარათულია სახელმწიფო უწყებების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიაორგანიზაციებისადმი და მიზნად ისახავს საქართველოში რელიგიური გაერთიანებებისათვი თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, რელიგიის თავისუფლების დაცვასა და ტოლერანტობის კულტურის განვითარებას.

მედიაკონკურსი 

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის თემაზე – "ტოლერანტობა და მრავალფეროვნება". კონკურსის ორგანიზატორია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 2012 წლის 01 იანვრიდან 22 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე მედია სივრცეში გავრცელებული:

შეხვედარ ნატოს სამოკავშირეო ოფისში 

2012 წლის 14 ივნისს ნატოს სამოკავშირეო ოფისში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული და რელიგიური საბჭოს წევრების შეხვედრა ნატოში ლიტვის ელჩთან კუსტულტის იანკაუსკასსთან, ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო მინისტრის მოადგილეთსთა, ელენე ხოშტარიასთან და ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელძთან უილიამ ლაჰუესთან.

მემორანდუმი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან 

2012 წლის 8 ივნისს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველს, მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს ხელი მოაწერეს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა. 

კონფერენცია – იერუსალიმის (სიონის) მნიშვნელობა ადრე ქრისტიანული ეკლესიის თეოლოგიასა და საეკლესიო პრაქტიკაში 

2012 წლის 6–7 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება საერთაშორისო თეოლოგიური კონფერენცია თემაზე „იერუსალიმის (სიონის) მნიშვნელობა ადრე ქრისტიანული ეკლესიის თეოლოგიასა და საეკლესიო პრაქტიკაში“. კონფერენცია ორგანიზებულია რომის კათოლიკე, ევანგელურ–ლუთერული, ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიებისა და სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს სახახლო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მხარდაჭერით, აშშ–ის საერთაშორისო განვითრების სააგენტოს მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება“ ფარგლებში.

საიათნოვობა - ვარდატონი საქართველოში 

27 მაისს, თბილისში, სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ორგანიზებით „საიათნოვობა – ვარდატონი“ აღნიშნეს.

სურფ გევორქის ეკლესიაში ჩატარებული წირვის შემდეგ, მეიდანზე გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომლის დროსაც სომეხი და ქართველი შემსრულებლები და სხვადასხვა ფოლკროლური ანსამბლი დიდი აშუღის მუსიკალურ და პოეტურ ნაწარმოებებს ასრულებდნენ.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 11 ივნისი

ტავაფა ეზიდი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group