GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის განცხადება

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ეხმაურება ინტერნეტ გამოცემა newtimes.ru–ში გამოქვეყნებულ ინტერვიუს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ იქნა ჩაწერილი. ჟურნალისტის შეკითხვას „თქვენ ცხოვრობდით საფრანგეთში, თქვენი შვილები იქ გაიზარდნენ, დაბრუნდით და უცებ – პარტია, არჩევნები... რაში გჭირდებათ ეს?“ ივანიშვილი პასუხობს: „ჩვენ, ქართველები, ასეთი უცნაურები ვართ –მიჯაჭვულები ჩვენს მიწას. ასეთი ხასიათი გვაქვს. აი, მაგალითად, ჩვენთან, აქ ცხოვრობენ სომხები. გამკვირვებია, მათ აქვე, გვერდით, აქვთ სამშობლო, ისინი კი აქ ცხოვრობენ. თქვენთვის საკითხი, ალბათ, ასე არ დგას. ჩემთვის კი ეს გაუგებარია. ვცხოვრობდი საფრანგეთში, ერთი წელი ამერიკაში, მე კი ჩემი სოფელი, ჩემი მიწა მესიზმრებოდა...“

 

სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრს მიაჩნია, რომ მსგავსი განცხადება შეურაცხყოფს საქართველოს ეთნიკურად სომეხ და ასევე საქართველოში მცხოვრებ სხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეებს. საქართველო არის სამშობლო ნებისმიერი ეთნოსის წარმომადგენლისთვის. დაუშვებელია, ისეთი განცხადების გაკეთება, რომელიც ადამიანებს ეთნიკური თუ სხვა ნიშნით ყოფს და აკნინებს. ტოლერანტობის ცენტრი იმედოვნებს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მკაფიოდ განუმარტავს საზოგადოებას საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოს განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეებისადმი.

 

ინტერვიუს სრული ვერსია იხ: http://newtimes.ru/articles/detail/57927

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

აღმოსავლელი ხალხების, 21 მარტი

ნოვრუზ-ბაირამი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group