GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

კონფერენცია – „ეთნიკური მრავალფეროვნება ჰარმონიული განვითარებისათვის“ 

2013 წლის 26 თებერვალს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა საერთო–სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ ორგანიზებული კონფერენცია „ეთნიკური მრავალფეროვნება ჰარმონიული განვითარებისათვის“.

ეროვნული უმცირესობების საბჭოს შეხვედრა პაატა ზაქარეიშვილთან 

2012 წლის  1 თებერვალს, სასტუმრო ამბასადორში გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 

27 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების ინიციატივით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სახალხო დამცველის განცხადება ჰოლოკოსტის დღესთან დაკავშირებით 

27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ჰოლოკოსტი ბოროტების ის ზღვარია, რომელსაც კაცობრიობის წარმოსახვამ და მოქმედებამ შეიძლება მიაღწიოს.

სურბ სარქისის დღესასწაული 

წელს 26 იანვარს, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია მოწამე სარქისს იხსენიებს. სურბ სარქისობა სომეხი ერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და სახალხო დღესასწაულია.

პრემიერ მინისტრმა და სომეხთა კათოლიკოსმა ე.წ. სადავო ტაძრების საკითხზე ისაუბრეს 

სომხეთში ვიზიტისას პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს,  გარეგინ მეორეს შეხვდა. შეხვედრისას კათოლიკოსმა სომხური ისტრიული სიწმინდეების შენარჩუნებისა და მათი სომხურ სამოციქულო ეკლესიის დაქვემდებარებაში გადაცემის საკითხი დააყენა.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიმართვა საქართველოს მთავრობისადმი 

ისევე როგორც ყოველთვის, ჩვენს საზოგადობრივ ცხოვრებაში, დღესაც აქტუალურია რელიგიური პრობლემატიკა. ამასთან ერთად, ვამჩნევთ, რომ დღევანდელ მთავრობას სურს სახელმწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებათა ურთიერთმიმართების შესახებ საკუთარი ხედვა შემოგვთავაზოს. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭოს წევრებმა საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საკითხთან დაკავშირებით ჩვენი საერთო პოზიცია განგვემარტა.

სახალხო დამცველისა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა 

2012 წლის 28 დეკემბერს, სასტუმრო „ვერე პალასში“ საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საბჭოს წევრები და სახალხო დამცველი შეთანხმდენენ, რომ ერთი თვის მანძილზე საბჭოს რეფორმირების სტრატეგიაზე იმუშავებენ და თავიანთ პოზიციებს შესაჯერებლად სახალხო დამცველსა და ტოლერანტობის ცენტრს წარუდგენენ. სახალხო დამცველმა გამოთქვა სრული მზადყოფნა აქტიური მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მხარდაჭერისა და გაძლიერების საქმეში.

სახალხო დამცველისა და რელიგიათა საბჭოს შეხვედრა 

2012 წლის 27 დეკემბერს, სასტუმრო „ვერე პალასში“ საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს გაცნობითი ხასაითის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ რელიგიის თავისუფლება დემოკრატიული ქვეყნის შენების ქვაკუთხელია და რომ ის ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში რელიგიის თავისუფელბის პრინციპებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დასაცავად.

იუსტიციის მინისტრმა და ქალაქის მერმა შობა კათოლიკეებსა და ორმოცდაათიანელებს მიულოცეს 

2012 წლის 25 დეკემბერს ადგილობრივი მრევლისთვის შობის დღესასწაულის მისალოცად ჯერ ყოვ­ლად­წმინ­და მა­რი­ა­მის ზე­ცად ამაღ­ლე­ბის კა­თო­ლი­კურ ეკლესიას, შემდეგ კი სახარებისეული რწმენის პროტესტანტულ ეკლესიას (ორმოცდაათიანელთა) იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის მერი გიგი უგულავა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი სტუმრობდნენ.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 30 სექტემბერი

იომ კუპური

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group