GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

კონფერენცია – „ეთნიკური მრავალფეროვნება ჰარმონიული განვითარებისათვის“

2013 წლის 26 თებერვალს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა საერთო–სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ ორგანიზებული კონფერენცია „ეთნიკური მრავალფეროვნება ჰარმონიული განვითარებისათვის“.

 

კონფერენციის მიზანი იყო დაინტერესბული მხარეებისათვის პროექტის ფარგლებში ჩატარებული ხარისხობრივი კვლევის გაცნობა. კვლევის ამოცანა იყო საქართელოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემების, საჭიროებებისა და გამოწვევების შესწავლა და მათეული ხედვების გაანალიზება, თუ როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების უკეთ რეალიზება.

 

კონფერენციას წინ უსწრებდა ეთნიკურ უმცირესობათა სამუშაო შეხვედრები სომხურ, აზერბაიჯანულ და საქართველოში მცხოვრებ მცირერიცხოვან ეთნიკურ სათვისტომოს წარმომადგენლებთან.

 

კონფერენციის მომხსენებლებმა თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევების, მათი სპეციფიკური უფლებების დაცულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული ვითაების, ასევე საჯარო სექტორში უმცირესობათა უფლებების დაცულობის კუთხით არსებული პრაქტიკისა და სამომავლო ხედვების შესახებ.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, სოზარ სუბარი, საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, ასევე სახელმწიფო უწყებების,  დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.

 

პროექტი ხორციელდებოდა საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group