GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

2013 წლის 31 მარტს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს საქართველოში სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, კათოლიკე და ევანგელურ–ლუთერული ეკლესიების წარმომადგენლებმა.

იმ ქრისტიანებს, ვინც წელს აღდგომა 31 მარტს იზეიმა, დღესასწაული მიულოცა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.  მისი “facebook”-ის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია: „ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ კათოლიკე მრევლს საქართველოში და დიდი მოწიწებით აღვნიშნავ იმ ისტორიულ წვლილს, რომელიც კათოლიკე ქართველებმა ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და, ზოგადად, ჩვენი კულტურის განვითარების მხრივ შეიტანეს”.


პრეზიდენტი ასევე ულოცავს საქართველოს სომხურ თემს და აღნიშნავს, რომ ქართველთა და სომეხთა ურთიერთობები ყოველთვის გამორჩეული იყო. „დასაფასებელია ქართველთა და სომეხთა ძმობა, რომელიც გამორჩეულია არა მარტო ქრისტიანულ ცივილიზაციაში, არამედ კაცობრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. საქართველოს სომხური თემი ყოველთვის განსაკუთრებული თავდადებით იღწვოდა ჩვენი საერთო სამშობლოს კეთილდღეობისთვის”, – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.


მიხეილ სააკაშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ლუთერანული ეკლესიის მრევლსაც ულოცავს და აღნიშნავს, რომ ლუთერანული ეკლესიის მრევლი მრავალკონფესიური საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

 

აღდგომას ულოცავს სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი: „ვულოცავ სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს და საქართველოში მცხროვრებ ჩვენს სომეხ თანამემამულეებს აღდგომის დღესასწაულს – ზატიკს, ვუერთდები მათ სიხარულს და ვუსურვებ, ბედნიერება და წარმატება არ მოკლებოდეთ მათ ოჯახებს“.

 

ბიძინა ივანიშვილი აღდგომის დღესასწაულს კათოლიკე ქრისტიანებსაც ულოცავს. „უფლის ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა უდიდესი სასწაულია და ადამიანების ცოდვისგან დახსნას უკავშირდება. აღდგომა საყოველთაო განახლების , სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველა ქრისტიანისათვის. ვუერთდები ჩვენი კათოლიკე თანამემამულეების სიხარულს, ბედნიერებასა და წინსვლას ვუსურვებ მათ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.“ აღნიშნულია პრემიერ მინისტრის მისალოცში.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group