GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეროვნული უმცირესობების საბჭოს შეხვედრა პაატა ზაქარეიშვილთან

2012 წლის  1 თებერვალს, სასტუმრო ამბასადორში გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.

 

საბჭოს წევრთა ნაწილმა გამოთქვა სურვილი, რომ შეიქმნას ცალკე დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ იქნება დაკავებული საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებით, ან საბჭო პრემიერ–მინისტრის დაქვემდებარებაში გადავიდეს.  სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტროში ფუნქციების გამიჯვნასა და ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ცალკე დეპარტამენტის შექმნაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ხოლო რაც შეეხება საბჭოს სტრუქტურას, პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრებით,რასაც საბწოს წევრთა დიდი ნაწილიც დაეთანხმა, საბჭოს სახალხო დამცველის ქოლგის ქვეშ არსებობა ყველაზე მოქნილი მექანიზმია, რადგან ეს ერთი მხრივ საბჭოს დამოუკიდებლობას უნარჩუნებს, მეორე მხრივ კი სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას აძლევს. „მოგიწოდებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო საქმიან რეჟიმში გადავიყვანოთ, მოგვმართეთ წერილობით, დასაბაუთებული მოთხოვნებით და მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც შუამდგომლობას გაგიწევთ ყველა სამინისტროსთან თქვენს პრობლემებზე დროულად რეაგირების საქმეში“ – განუცხადა პაატა ზაქარეიშვილმა საბჭოს წევრებს.

 

სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტრომ ორი კვირის მანძილზე  შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშზე უნდა იმუშაოს, ხოლო შემდეგ 1 წლის გეგმა უნდა დაიწეროს. დაწყებულია მუშაობა 2014 წლის ბიუჯეტზეც, აქედან გამომდინარე, მან საბჭოს წევრებს შესთავაზა სამინისტროს მოკლე დროში განახლებული  წინადადებებით მიმართონ, რათა სამოქმედო გეგმაშიც და ბიუჯეტში მათი ასახვა მოხდეს.

 

საბჭოს წევრები შეეხნენ სიძულვილის ენის გამოვლენის, ინფრასტრუქტურული სირთულეების, უმცირესობათა ენებისა და კულტურის შენარჩუნების, უმუშევრობისა და სხვა პრობლემურ საკითხებს. სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა ეს საკითხი თანაბრად ეხება საქართველოს მოქალაქეებს, მიუხედავად მათი ეთნიკური მიკუთვნებულობისა და რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად ყველამ ერთად ღია, დისკუსიებზე დაფუძნებულ და საქმიან რეჟიმში უნდა იმუაშაოს.

 

შეხვედრა ორგანიზებული იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის  (UNAG) პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება” (ANI) მხარდაჭერით.

 

ახლო მომავალში საბჭოს წევრები კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 21 სექტემბერი

როშ ჰაშანა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group