GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სერგო ფიდანიანის ფოტოგამოფენა "სომხები საქართველოში" 

10 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ფოტოგრაფ სერგო ფიდანიანის ფოტოგამოფენა გაიმართა.

ვიქტორინა სკოლის მოსწავლეებისთვის „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“ 

2013 წლის 3 ივნისს გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინა - „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“. ვიქტორინაში მონაწილეობდა საქართველოს ათი სკოლის ათი გუნდი, მათ შორის თბილისის, მცხეთის, მუხრანის, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, გორის და კარალეთის სკოლები. თითოეული გუნდი ექვსი მოსწავლისგან შედგებოდა.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიმართვა 

საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს

საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

 

31 მაისს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მუსლიმ მორწმუნეებს კიდევ ერთხელ არ მისცეს ჯუმის ლოცვის (პარასკევის ლოცვა) აღვლენის უფლება. სიტუაციის დასარეგულირებლად ადგილზე მყოფმა პოლიციამ ვერ მოახდინა სათანადო რეაგირება და ვერ უზრუნველყო მუსლიმთათვის რელიგიის თავისუფლებით სარგებლობა. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ მუფთ ჯემალ ადაძეს და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს განცხადება 17 მაისს განხორციელებული ძალადობის შესახებ 

ყველა რელიგიური გაერთიანება მოწოდებული უნდა იყოს დაგმოს ფუნდამენტალიზმი, შეუწყნარებლობა და ძალადობა ნებისმეირი ადამიანის მიმართ მისი განსხვავებული იდენტობის, შეხედულებებისა და ცხოვრების წესის საფუძველზე!

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსის, მალხაზ სონღულაშვილის განცხადება 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით 

"არა, არ გამკვირვებია ის, რაც თბილისში მოხდა 17 მაისს. გული დამწყდა და დამეთუთქა მხოლოდ. თვალზე ცრემლი მომადგა უსუსურობის გრძნობის გამო. ქვეყანა, რომელიც ამაყობს თავისი კულტურით, სულიერებით და ბევრს თავს ამეტებს თავისი ქრისტიანობით, აქამდე არნახული ბარბაროსობის მოწმე გახდა. არ მიკვირს-მეთქი ამას იმიტომ ვამბობ, რომ მსგავსი ბარბაროსობის გამოვლინებებს უკვე კარგა ხანია ვუყურებდით, მაგრამ ჯიუტად ვინარჩუნებდით ოლიმპიურ სიმშვიდეს.

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით 

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია ემიჯნება და გმობს ყოველგვარი ძალადობის გამოვლინებას. საქათველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია სინდისის, რწმენის და გამოხატვის თავისუფლება.

ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით 

ძალიან სამწუხარო და დამაფიქრებელია ის, რაც 17 მაისს თბილისის ქუჩებში მოხდა.  ვგმობთ იმ სასულიერო პირების ქცევას, რომელიც ხელს უწყობდა ძალადობის უფრო მეტად წაქეზებას. საქათველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია სინდისის, რწმენის და გამოხატვის თავისუფლება. ეს ღირებულებები კი დემოკრატიის უმთავრესი ფუნდამენტია.

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით 

"17 მაისის მანიფესტაციასთან დაკავშირებით კათოლიკე ეკლესია საქართველოში, დღევანდელი ფაქტების შემხედვარე, მწუხარებითა და ტკივილით სავსე გულით მიიჩნევს, რომ დღეს თბილისში მოხდა ძლიერ სამარცხვინო მოვლენა. ყოველივე ამასთან დაკავშირებით სურს განაცხადოს, რომ:

საქართველოს ევანგელურ ბაპტისტუსაქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიარი ეკლესიის განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით 

როდესაც ადამიანის ღირსების შელახვა და შევიწროვება ხდება სექსუალური ორიენტაციის გამო, იქნება ეს პირდაპირ თუ ირიბად, ყველა მოქალაქის, ყველა რელიგიური ადამიანის წმიდათა წმიდა ვალია გვერდში დაუდგეს დაჩაგრულსა და დამცირებულ უმცირესობას სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ბრძოლის საქმეში. დედამიწის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ჰომოფობია ოფიციალურად დაგმობილია. ჩვენში კი ამ თემაზე ლაპარაკი დღემდე საჩოთიროდ ითვლება.

საქართველოს საპატრიარქოსა და რელიგიური გაერთიანებების ერთობლივი განცხადება 

“გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება 17 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრესი დასაყრდენია, ხოლო მისი უზრუნველყოფა – საზოგადოებრივი დემოკრატიული პროცესების წარმატებით წარმართვის აუცილებელ პირობა. 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group