 |
|
|


გერმანელები საქართველოში

|
|

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს კვირას საღამოს ქობულეთის რაიონის სოფ. ციხისძირში მომხდარი ინციდენტის გამო, სადაც სოფელში სტუმრად მყოფმა სამხედრო პირებმა რელიგიური ნიშნით ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს სოფლის რამდენიმე მკვიდრს.

აკიტუ - ხა ბ-ნისან 1 აპრილს ასურელები ახალი წლის დღესასწაულს, აკიტუ - ხა ბ-ნისანს აღნიშნავენ. 2013 წლის პირველ აპრილს, მათი კალენდრის მიხედვით, 6763 წელი დადგა. საქართველოს სახალხო დამცველი ულოცავს საქართველოს ასირიულ თემს ასირიული ახალი წლის დადგომას.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მილოცვა დიდი სიხარულით მინდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოში სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელ, კათოლიკე, ევანგელურ–ლუთერულ ეკლესიებს და ყველა იმ ქრისტიანს, ვინც დღეს ზეიმობს ქრისტიანული სამყაროს ამ უმთავრეს დღესასწაულს.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 2013 წლის 31 მარტს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს საქართველოში სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, კათოლიკე და ევანგელურ–ლუთერული ეკლესიების წარმომადგენლებმა. სადღესასწაულო მილოცვები ოფიციალურ ვებ–გვერდებზე გამოაქვეყნეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმა.

პასექის დღესასწაული ამ დღეებში საქართველოში მცხოვრები ებრაელები უდიდეს ებრაულ დღესასწაულს ფესახს (პასექი) ზეიმობენ. ფესახი ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობისგან თავის დაღწევას აღნიშნავს და კაცობრიობას თავისუფლების სიყვარულისა და ერთგულების მაგალითს უჩვენებს.

სახალხო დამცველის მილოცვა ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით მინდა დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღის სიხარულს იზიარებს.

რელიგიათა საბჭოს კულტურულ–რელიგიური პროგრამა 2013 წლის 19 მარტს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს ღონისძიება. ღონისძიების მიზანი იყო საბჭოს შეეჯამებინა განვლილი რვა წლის მუშაობის შედეგები, წარმოედგინა სამომავლო ხედვები და საზოგადოებისათვის წარედგინა საბჭოში შემავალი რელიგიური გაერთიანებების კულტურულ–რელიგიური პროგრამა.

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, პაატა ზაქარეიშვილთან 2013 წლის 18 მარტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილთან.
კლოჩე სარე სალის დღესასწაული 13–14 მარტს ეზიდები კლოჩე სარე სალის დღესასწაულს აღნიშნავენ. კლოჩე (ნამცხვარი) სარე სალი (წლის დასაწყისი) განახლების, გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა. წინა დღეს, მიცვალებულთა მოსახსენიებლად, ეზიდები მეზობლებსა და ახლობლებს ქადებით უმასპინძლდებიან. ტრადიციულად, იმავე საღამოს ოჯახის დიასახლისი საახალწლო ნამცხვარს, კლოჩს , აცხობს, რომელშიც მძივის ერთი ბურთულაა დამალული.
საპროტესტო აქცია თურქეთის საელჩოსთან 2013 წლის, 7 მარტს, თბილისში, თურქეთის საელჩოსთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნული ფრონტის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებმა ბათუმში მეჩეთის მშენებლობა გააპროტესტეს. |
|
|
|
|
| | | |

ჟურნალი სოლიდარობა 
ეთნოსები საქართველოში 
რელიგიები საქართველოში
დამდეგი დღესასწაული
ებრაული,
30 სექტემბერი
იომ კუპური
| |
|
|
 |
ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით |
 |
Created By Intellcom Group |
|