GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, პაატა ზაქარეიშვილთან

2013 წლის 18 მარტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილთან.

 

შეხვედრაზე რელიგიათა საბჭოს წევრებმა,  სახელმწიფო მინისტრმა და სახალხო დამცველმა ისაუბრეს ყველასათვის მისაღები საკანონმდებლო აქტებისა და მოდელების შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც დაარეგულირებს სხვადასხვა  რელიგიური გაერთიანებების ქონების და საკულტო ნაგებობების კანონიერად ფლობის, სადავო და საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების ისტორიული მფლობელისათვის დაბრუნების, ყველასათვის თანასწორი საგადასახადო–სამართლებრივი რეჟიმის დაწესების, ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებისა და სხვა მნიშვნელოვან  საკითხებს.

 

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სკოლებში მრავალფეროვნების დაფასებასა და ტოლერანტობის კულტურის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების დანერგვა.

 

საბჭოს წევრებმა გამოთქვეს იმედი, რომ სამომავლოდ  შესაძლებელი გახდება სახვადასხვა სამინისტროებთან და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთანაც შეხვედრა და  მათთვის იმ რეკომენდაციების გაცნობა, რომელიც საბჭომ 2012 წლის მანძილზე შეიმუშავა.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group