GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველის მილოცვა ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით

მინდა დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღის სიხარულს იზიარებს. 
  
ნოვრუზი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია. ის გაზაფხულის შემოსვლასა და სიცოცხლის განახლებასთანაა დაკავშირებული, ვუსურვებდი ყველას, რომ  ამ დღესასწაულის სიხარულს სითბო და სასიკეთო ცვლილებები მოეტანოს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. 
  
მისასალმებელია, რომ საქართელოში ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა ტრადიციად იქცა და ეს დღე საერთო სახალხო დღესასწაულადაა გამოცხადებული. 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა, ხოლო 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 
  
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მშვენიერ, სითბოთი და ხალისით სავსე დღესასწაულს. 
  
უჩა ნანუაშვილი

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group