GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

კლოჩე სარე სალის დღესასწაული

13–14 მარტს ეზიდები კლოჩე სარე სალის დღესასწაულს აღნიშნავენ. კლოჩე (ნამცხვარი) სარე სალი (წლის დასაწყისი)  განახლების, გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა.  წინა დღეს, მიცვალებულთა მოსახსენიებლად, ეზიდები მეზობლებსა და ახლობლებს ქადებით უმასპინძლდებიან. ტრადიციულად,  იმავე საღამოს ოჯახის დიასახლისი საახალწლო ნამცხვარს, კლოჩს , აცხობს, რომელშიც მძივის ერთი ბურთულაა დამალული.

 

მეორე დილას ოჯახის უფროსი კლოჩს შვიდი წმინდანისა და ოჯახის წევრების სახელზე ჭრის. თუკი რომელიმე წმინდანის სახელზე დაჭრილ ნაჭერშიც აღმოჩნდება მძივის ბურთულა, ის წმინდანი იქნება იმ წელს ოჯახის მფარველი, ხოლო თუ ოჯახის წევრთა სახელზე განკუთვნილ ნაჭერში აღმოაჩენენ, მაშინ  ოჯახის  ეს წევრი წლის მეკვლე ხდება.

 

კლოჩის დაჭრის ტრადიცია დასაბამს ამგვარი გადმოცემიდან იღებს – როდესაც ლალიშში  (ეზიდდა რელიგიური ცენტრი, ერაყის ქურთისტანი) წმინდა შეიხები შეიკრიბებნენ,  კლოჩში მძივის ბურთულას ჩააგდეს და ის, ვისაც მძივის ბურთულა შეხვდა, მთავარი შეიხი გახდა.

 

სახახლო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი  საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს კლოჩე სარე სალის დღესასწაულს ულოცავს. 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group