 |
|
|


გერმანელები საქართველოში

|
|
სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს განცხადებასახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო უმკაცრესად გმობს ადამიანის უფლებების დარღვევისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის სასტიკ ფაქტებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
საბჭო უერთდება საზოგადოების პროტესტს და მოითხოვს, დაუყოვნებლივ გამოძიებულ იქნას მედიის მეშვეობით გავრცელებული უფლებათა დარღვევის თითოეული ფაქტი, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშებში მოყვანილი სხვა ფაქტები.
ეთნიკური უმცირესობების საბჭო გამოხატავს სურვილს და მზადყოფნას, საბჭოში შექმნილმა ჯგუფმა პერიოდულად განახორციელოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ იმ პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ.
ამავდროულად, ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო გამოთქვამს იმედს, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა უმოკლეს დროში მოახერხებს სისტემის ძირეულ შეცვლას.
|
|
|
|
| | | |

ჟურნალი სოლიდარობა 
ეთნოსები საქართველოში 
რელიგიები საქართველოში
დამდეგი დღესასწაული
ებრაული,
30 სექტემბერი
იომ კუპური
| |
|
|
 |
ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით |
 |
Created By Intellcom Group |
|