GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეზიდური დღესასწაული კავკასიურ სახლში

2012 წლის 17 თებერვალს კავკასიურ სახლში გაიმართა ეზიდთა რელიგიურ დღესასწაულთან – ხიდრ ნაბისა და ხიდრ აილასის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება. ეზიდური წარმოდგენების მიხედვით, ხიდრ ნაბი და ხიდრ აილასი თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდანები არიან. ხიდრ ნაბი სურვილების ამსრულებელ და შეყვარებულთა მფარველ წმინდანად ითვლება, ხიდრ აილასი კი ზღაში მოგზაურთა მფარველად.

კავკასიურ სახლში გამართულ ღონისძიებას ეზიდური თემის წევრები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ, ასევე ერაყის ელჩი საქართველოში, ტაიბ ბარვარი და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავჯდომარემ, შეიხმა ნადრ შამსანმა და ეზიდთა სახლის ხელმძღვანელმა, აგიტ მირზოევმა სერთიფიკატები და საჩუქრები გადასცეს იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც 2011 წელს ეზიდური ისტორიის, რელიგიის და ენის შემსწავლელი კურსები გაიარეს. ეზიდმა სასულიერო პირებმა ისაუბრეს ახალგაზრდებში ეზიდური კულტურის შენარჩუნებისა და გავრცელების აუცილებლობაზე.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

უკრაინა, 24 აგვისტო

დამოუკიდებლობის დღე

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group