GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღე

27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედაა გამოცხადებული. 1945 წლის 27 იანვარს აუშვიცის ბანაკის ათასობით ტყვე გაათავისუფლეს.

ჰოლოკოსტის დროს ნაცისტებმა ექვს მილიონზე მეტი ებრაელი და სხვა „არაწმინდა რასის“ წარმომადგენლები – ბოშები, პოლონელები, რუსები გაანადგურეს. ნაცისტების მსხვერპლი გახდნენ განსხვავებული პოლიტიკური და იდეოლოგიური შეხედულების მქონე ადამიანები , ასევე იეჰოვას მოწმეები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ჰომოსექსუალები.

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან კი–მუნმა 2012 წლის 27 იანვრის მიმართვა ბავშვებს მიუძღვნა. ამ დღეს მსოფლიო 1.5 მილიონ ებრაელ და ათიათასობით სხვა ბავშვს იხსენებს, რომლებიც ნაცისტებსა და მათ მომხრეებს შეეწირნენ. მნიშვნელოვანია, რომ ჰოლოკოსტის გაკვეთილი მომავალ თაობებსაც ახსოვდეთ, რომ მსგავსი უბედურება აღარასოდეს გამეორდეს –ნათქვამია მიმართვაში.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group