GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთოს უმაღლესი კომისარი სახალხო დამცველის ოფისში

‎2012 წლის 22-23 თებერვალს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთო-ს უმაღლესი კომისარი, კნუტ ვოლებეკი. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ეროვნული უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და შეფასება, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება.

23 თებერვალს კნუტ ვოლებეკი შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს,  ასევეე სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიური და ეთნიკური საბჭოების წარმომადგენლებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ებრაული, აზერბაიჯანული, სომხური, ბერძნული, ბოშათა თემების, ასევე მუსლიმური და ეზიდთა რელიგიური გაერთიანებებისა და სომხური სამოციქულო ეკლესიის  ლიდერები.

კნუტ ვოლებეკმა ისაუბრა უმაღლესი კომისრის მანდატის შესახებ, რომელიც ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობას, კონფლიქტური სიტუაციების შესწავლასა და პრევენციას მოიცავს. მისი დაინტერესების სფეროში შედის უმცირესობების განათლების საკითხები, ენობრივი უფლებები, უმცირესობათა თემების ასახვა მედიაში, უმცირესობათა ჩართულობა პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში.

კნუტ ვოლებეკი დაინტერესდა რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების სახალხო დამცველთან და  სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის ფორმით და მათი საქმიოანობის ეფექტურობით; ეროვნული უმცირესოებების წინაშე არსებული პრობლემებითა და გამოწვევებით; სამოქალქო ინტეგრაციის პროცესით და ამ მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებით.

კნუტ ვოლებეკი საბჭოს წევრებს დაპირდა, რომ რეკომენდაციებში, რომელსაც იგი სახელმწიფოს წარუდგენს, შეხვედრაზე წამოჭრილ საკითხებსაც გაითვალისწინებს.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group