GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციების პრეზენტაცია

29 ივნისს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციების პრეზენტაცია. რეკომენდაციები მიმარათულია სახელმწიფო უწყებების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიაორგანიზაციებისადმი და მიზნად ისახავს საქართველოში რელიგიური გაერთიანებებისათვი თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, რელიგიის თავისუფლების დაცვასა და ტოლერანტობის კულტურის განვითარებას.

რელიგიათა საბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში ასახულია საქართველოში რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები და წარმოდგენილია შესაბამისი წინადადებები. მათ შორისაა საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ნორმები, რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიების საკითხი, საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფისა და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობის აუცილებლობის საკითხი და რელიგიური უმცირესობების საკულტო ისტორიულ ნაგებობებთან დაკავშირებული პრობლემები. რელიგიათა საბჭო რეკომენდაციებით მიმართავს მედიასაც, რათა უფრო კვალიფიციურად და მეტი პრიოდულობით მოხდეს რელიგიური მრავალფეროვნების ასახვა და თავიდან იქნას არიდებული ქსენოფობური გაშუქება.

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ისაუბრა რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს, რაშიც სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. აქვე, სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად ითანამშრომლებს რელიგიათა საბჭოსთან და გაითვალისწინებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს.

სტუმრებს ასევე მიესალმნენ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ქალბატონი ინიტა პაულოვიჩა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ქალბატონი თამარ კინწურაშვილი.

ღონისძიებაზე რეკომენდაციები წარადგინეს რელიგიათა საბჭოს წევრებმა: ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარემ დიმიტრი ფირბარმა, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ, საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა მიხეილ ავაქიანმა და სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელმა ლელა ხონელიძემ. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებების, მედიის, საერთაშორისო და არასამთავრეობო ორგანიზაციების და საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group