სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ახალგაზრდული ჯგუფის საზაფხულო სკოლა

2012 წლის 20-24 ივლისს, თბილისში, სასტუმრო რედისონში გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ახალგაზრდული ჯგუფის საზაფხულო სკოლა.
საზახულო სკლას ესწრებოდნენ „საქართველოს რუს ქალთა ასოციაციის“, „საქართველოს საერთაშორისო ახალგაზრდული ასოციაციის“, “ საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“, „ახალგაზრდა უდიების კავშირის“, „საქართველოს ებრაული საერთაშორისო ფონდის“, „საქართველოს რუსულენოვან ჟურნალისტთა ასოციაციის“, „საქართველოს უკრაინელ პედაგოგთა კავშირის“, „ინტერ-ეთნიკური თანამშრომლობის და საკონსტიტუციო ანალიტიკური ცენტრის“, „ სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“, „საქართველოს ქურთ-იეზიდ ქალთა კავშირის“, „მრავალეროვანი საქართველოს“, „საქართველოს აზერბაიჯანელ ახალგაზრდათა კავშირის“ წარმომადგენლები.
საზაფხულო სკოლის პირველი სამი დღე დაეთმო თემას „ლიდერობა და სამოქალაქო აქტიურობა“, რომელსაც უძღვებოდნენ ორგანიზაცია „პარტნიორები-საქართველოს“ წარმომადგენლები. ტრენინგის მე-4 და მე-5 დღეს წარმართავდნენ საქართველოს სახალხო დამცველის თანამშრომლები. ამ ორი დღის მანძილზე ტრენინგის თემები იყო ადამიანის უფლებათა ზოგადი მიმოხილვა, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, სამართლიანი სასამართლოს უფლება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ინფორმაციის საჯაროობა და პირადი საიდუმლოება, საკუთრების უფლება, შრომის თავისუფლება, განათლების მიღების უფლება და ა.შ.
ღონისძიება ჩატარდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება“ (ANI) მხარდაჭერით.