GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ტრენინგი ჟურნალისტებისათვის

2012 წლის 20- 21 ივლისს, სასტუმრო ამბასადორში გაიმართა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის „მრავალფეროვნების გაშუქება და მედიის განვითარების თანამედროვე სტრატეგიები“.

ტრენინგი სპეციალურად იყო ორგანიზებული სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მედიის წარმომადგენლებისათვის.

ტრენინგს ესწრებოდნენ მარნეულის გაზეთ „ზიას“ და „რეგიონ-პრესის“ რედაქტორები, ასევე რეგიონული ტელევიზიის „მარნეულ ტვ“-ის წარმომადგენლები. სამცხე-ჯავახეთიდან ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ რადიო „ნორ“-ის (ნინოწმინდა), ახალციხის „მე-9 არხის“, გაზეთ „სამხრეთის კარიბჭისა“ და ახალქალაქის ადგილობრივ ი ტელევიზიების „ატვ“-ისა და „ფარვანას“ წარმომადგენლები. თბილისიდან ტრენინგს ესწრებოდა გაზეთ „გურჯისტანის“ წარმომადგენელი.

ტრენინგზე განხილული იყო მედიის თვითრეგულირების, ჟურნალისტური სტანდარტებისა და ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსის საკითხები; ასევე უმცირესობათა თემის გაშუქებასთან (რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სექსუალური უმცირესობები) დაკავშირებული ნიუანსები. ტრენინგის მეორე დღე დაეთმო მედიის საქმინობის სამართლებრივ შეფასებასა და ამ საქმიანობის მარეგულირებელ შიდა და და საერთაშორისო დოკუმენტებს. ტრენინგზე ასევე განხილული იყო მედიის განვითარების სტრატეგია და მენეჯმენტის საკითხები.

ტრენინგებს უძღვებოდნენ მედიის ექსპერტები: თამარ ხორბალაძე, ქეთევან მსხილაძე, მერაბ ბასილაია და საქართვეოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ნათია კაპანაძე.

ტრენინგი ორგანიზებული იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 15 დეკემბერი

აიდა ეზიდი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group