GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საიათნოვობა - ვარდატონი საქართველოში

27 მაისს, თბილისში, სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ორგანიზებით „საიათნოვობა– ვარდატონი“ აღნიშნეს.

სურფ გევორქის ეკლესიაში ჩატარებული წირვის შემდეგ, მეიდანზე გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომლის დროსაც სომეხი და ქართველი შემსრულებლები და სხვადასხვა ფოლკროლური ანსამბლი დიდი აშუღის მუსიკალურ და პოეტურ ნაწარმოებებს ასრულებდნენ.

აღსანიშნავია რომ საიათნოვობა თბილისში ყოველი მაისის ბოლო კვირა დღეს უკვე დაახლოებით ასი წელია, რაც აღინიშნება. ამ ტრადიციას საფუძვლი ჩაუყარეს სომეხმა და ქართველმა პოეტებმა, ოვანეს თუმანიანმა და იოსებ გრიშაშვილმა.

საიათნოვობა თბილისის როგორც მრავლკულტურული და ტოლერანტული ქალაქის სიმბოლოა, რადგან წარმოაშობით სომეხი პოეტი და მუსიკოსი წერდა როგორც სომხურ ასევე ქართულ, თურქულ და სპარსულ ენებზეც.

შეკრებილ მოსახლეობას საიათნოვობა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ სამადაშვილმა მიულოცა. 

წლეულს დღესასწაულის მხარდამჭერები იყვნენ თბილისის მერია, საქართველოს კულტურის სამინიოსტრო და სომხეთის საელჩო.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group