 |
|
|


გერმანელები საქართველოში

|
|
მემორანდუმი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან 2012 წლის 8 ივნისს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველს, მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა. მემორანდუმის მიზანია სისტემური გახადოს უწყებებს შორის ურთიერთობა; ხელი შეუწყოს სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას. მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებულ პროგრამებსა და პროექტებს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან თანამშრომლობით; დაგეგმვისა და განხორცილების სტადიაზე სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მიაწვდის ინფორმაციას ცესკოს მიერ ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში განსახორციელებელი პროგრამების შესახებ; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან მისი წარმომადგენელი პერიოდულად შეხვდება სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს და მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას ცესკოს მიერ ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებით დაგეგმილი და მიმდინარე სხვადასხვა აქტივობების შესახებ.
|
|
|
|
| | | |

ჟურნალი სოლიდარობა 
ეთნოსები საქართველოში 
რელიგიები საქართველოში
დამდეგი დღესასწაული
ებრაული,
30 სექტემბერი
იომ კუპური
| |
|
|
 |
ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით |
 |
Created By Intellcom Group |
|