GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ბილინგვური განათლება

2011 წლის 12 დეკემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროექტის   “ბილინგვური განათლების გზით ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების დაცვა” შედეგების პრეზენტაცია. პროექტი 2009 წლის დეკემბერში დაიწყო ევროკავშირის პროგრამის - ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის (EIDHR) ფარგლებში.

პროექტის განხორციელებისას სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პარტნიორები იყვნენ ლატვიური ენის ათვისების სახელმწიფო სააგენტო (LVAVA) და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების პირველი ქართული მეთოდური სახელმძღვანელო; ლატვიელი ექსპერტების დახმარებით, მომზადდა ადგილობრივ კონტექსტსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა; შეირჩა და მომზადდა 18 ტრენერი ქვემო–ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში; დაწყებით კლასებში ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების, ბილინგვური განათლების პროგრამის მომზადების მიმართულებით გადამზადდა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვანი სკოლების 488 პედაგოგი; ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადდა ბროშურები ბილინგვური განათლების შესახებ; ქვემო–ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში 1000–ზე მეტ ადამიანს მიეწოდა ინფორმაცია ენისა და საგნის ინტეგრირებული, ბილინგვური სწავლების უპირატესობის შესახებ.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group