GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

2011 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე–14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლი და მე–19 (რწმენის თავისუფლება) მუხლის პირველი და მე–3 პუნქტები, ვინაიდან „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (მე–2 მუხლის მე–2 პუნქტი) გამორიცხავს რელიგიური, ეთიკური თუ სხვა შეხედულებებიდან გამომდინარე, ალტერნატიული (არასამხედრო) შრომითი სამსახურის მოთხოვნის შესაძლებლობას.  მას მიაჩნია რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მსგავსად, წარმოშობს ადამიანის რწმენით განპირობებულ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის ლეგიტიმურ საფუძვლებს.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული რწმენის თავისუფლება მოიცავს სავალდებულო სამხედროს სამსახურის „კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის“ განცხადების უფლებას - საკუთარი რწმენის, რელიგიური თუ სხვა შეხედულებების შესაბამისად თქვას უარი სამხედრო სამსახურზე და კონსტიტუციით გათვალისწინებული სამხედრო ვალდებულება ალტერნატიურლი (არასამხედრო) შრომითი სამსახურით ფორმით მოიხადოს. სადავო ნორმა აიძულებს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირს იმოქმედოს საკუთარი რწმენის, რელიგიური და ეთიკური შეხედულებების საწინააღმდეგოდ, რაც რწმენის თავისუფლებაში გაუმართლებლად მძიმე ჩარევას წარმოადგენს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის ამკრძალავი (კონსტიტუციის მე-14) მუხლი ითხოვს კანონმდებლისგან რომ მან დაიცვას თანასწორობის ძირითადი პრინციპი: არ დაუშვას უთანასწორო მოპყორბა თანასწორ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ; ასევე არ მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც არ ითავლისწინებს სხვადახვა რწმენის, შეხედულებების, ეთნიკურ, სოციალურ, სქესობრივ ჯგუფებს შორის არსებულ განსხვავებებს და მათი მიმართ თანაბრ მოთხოვნებსა და ვალდბულებებს ადგენს.

სადავო ნორმა, რომელიც არ ითავლისწინებს გამონაკლისებს იმ პირების მიმართ, ვისაც რელიგიური თუ ეთიკური შეხედულებებიდან გამომდინარე სამხედრო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა გააჩნიათ,  არღვევს დისკრიმინაციის ამკრძალავი (კონსტიტუციის მე-14) მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმა ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად, კონსტიტუციის მე–14 მუხლის, ასევე, მე–19 მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით, რამდენადაც ის კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებისთვის სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის ვალდებულებას აწესებს

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

უკრაინა, 24 აგვისტო

დამოუკიდებლობის დღე

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group