GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამოცემები

2011 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა  სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ 2010–2011 წლებში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია.

სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტმა ბოლო წლების მანძილზე შემდეგი წიგნები მოამზადა, თარგმნა და გამოსცა:


პიერ დიუმულენი,
იოანეს სახარება, გამოცხადება, ეპისტოლეები, კომენტარი (ფრანგულიდან თარგმნა რუსუდან ავალიშვილმა). პიერ დიუმულენი თანამედროვე ფრანგი თეოლოგი, ლუგანოს (შვეიცარია) და საულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტების პროფესორია.

 

 

რომანო გუარდინი, რელიგია და გამოცხადება (გერმანულიდან თარგმნა ვიქტორ რცხილაძემ). რომანო გუარდინი მე–20 საუკუნის მოაზროვნე და ღვთისმეტყველია. სხვადასხვა წლებში იგი გერმანიის ცნობილი უნივერსიტეტების „თეოლოგიისა და ფილოსოფიის“ კათედრებს ხელმძღვანელობდა. ევროპულ ენებზე გამოცემულია მის თხზულებათა 41 ტომი. კრებულში „რელიგია და გამოცხადება“ შესულია გუარდინის თხზულებები თეოლოგიის, რელიგიის, ფილოსოფიისა და ლიტერატურის სფეროდან.

 

გერმანელი მისტიკოსები. კრებულში შესულია დავით აუგსბურგელის, დიონისე კარტოიზერის, მაისტერ ეკჰარტის, ელიზაბეთ შიონაუელის, გერტრუდ დიდის, გიზელ–ჰერ ზლატჰაიმელის, ჰილდეგარდ ბინგენელის, იორდან საქსონელის, მეხტილდ ჰაკებორნელის, მეხტილდ მაგდებურგელის, თომა ქემფიელის, ნოკოლოზ კუზანელის, იოანე რუისბრუკის, ჰაინრიხ სუზოს, იოანე ფონ შტერნგასსის, იოანე ტაულერის რჩეული ტექსტები.  (გერმანულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ვიქტორ რცხილაძემ).


ვაჟა ვარდიძე, ღვთის სიტყვა, დოგმა, თავისუფლება. წიგნი ეთმობა ჰერმენევტიკული გააზრების პრინციპებს, რომელიც თეოლოგიურ აზროვნებას ახლავს თან და წმინდა წერილის შემეცნებისათვის ფუნდამენტურ როლს თამაშობს. წიგნში თავისუფლების ფენომენი განხილულია როგორც აზრობრივ სიღრმეთა გამოხატულება, ასევე დოგმის გააზრების შედეგად მიღწეული წვდომის ახალი ჰორიზონტი.

 

ივან მარტინი, ფილოსოფიის ისტორია (იტალიურიდან თარგმნა მარიკა სააკაშვილმა). წიგნი ექვსნაწილიანი; მისი პირველი ნაწილი ანტიკურ ფილოსოფიას ეთმობა; მეორე ნაწილი შუასაუკუნეების ფილოსოფიას მოიცავს და მასში შედის: პატრისტიკის ხანის ფილოსოფია, სქოლასტიკა, არაბულ–იუდეური ფილოსოფია, ფრანცისკანული სკოლა, დომენიკანური სკოლა, ფრანცისკანელთა ფილოსოფია, გვიანი სქოლასტიკა; მესამე ნაწილი ჰუმანიზმისა და აღორძინების ფილოსოფიის ისტორიას მიმოიხილავს, მეოთხე ნაწილში – თანამედროვე ფილოსოფიაა განხილული: კანტამდელი მოაზროვნეები, რენე დეკარტის ფილოსოფია, პოსტკარტეზიანული ფილოსოფია, ლაიბნიცისა და ვიკოს ფილოსოფია, მე–18 საუკუნის ინგლისური ემპირიზმი, განმანათლებლობის ხანის ფილოსოფია, კანტისა და პოსტკანტიანური ფილოსოფია, ჰეგელი და ჰეგელიანობის განვითარება, ფრანგული და გერმანული სპირიტუალიზმი, იტალიური სპირიტუალიზმი, პოზიტივიზმი; წიგნის მეხუთე ნაწილი უახლეს ფილოსოფიას ეთმობა; მეექვსე ნაწილი კი უახლესი ფილოსოფიისა და კულტურის განვითარებას მიმოიხილავს.

ავგუსტ ბრუნერი, ფილოსოფიის ძირითადი საკითხები. (გერმანულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ვიქტორ რცხილაძემ).გერმანელი კათოლიკე ფილოსოფოსი, იეზუიტი ავგუსტ ბრუნერი 1956 წელს გამოცემულ წგნში გვთავაზობს „ფილოსოფიის ძირითადი საკითხების სისტემატურ აგებულებას“ იგი დაწერილია თეიზმის (ნეოსქოლასტიკა – ნეოთომისტური) პოზიციებიდან.

 

 

იოზეფ რატცინგერი, შესავალი ქრისტიანობაში – ლექციები სამოციქულო სიმბოლოს შესახებ (ქართულად თარგმნა ვაჟა ვარდიძემ). იოზეფ რატცინგერი თავის წიგნში ღმერთის თანამედროვე აღსარების, ქრისტოლოგიის გზების, ქრისტოლოგიური აღსარების ძირითადი ფორმებსა და ქრისტიანულ რწმენასთან დაკავშირებულ კიდევ მრავალ საკითხს მიმოიხილავს.

 

 

რომანო გუარდინი, სასწაული და ნიშანი (გერმანულიდან თარგმნა ვიქტორ რცხილაძემ). „სასწაულის ნამდვილ განზომილებას წარმოადგენს ნიშანი: არა ნეიტრალური შემთხვევა, არამედ – ღვთის მოწოდებითი დასწრება, რომელიც ყოველთვის პიროვნულ „შენ“–ს გულისხმობს“. ამბობს გერმანელი პედაგოგი და თეოლოგი, რომანო გუარდინი (1885–1968) თავის წიგნში.

 

 

პიერ დიუმულენი, წმინდა პავლეს ცხოვრება და მოძღვრება; კარდინალი ალბერ ბანუა, წერილი ებრაელთა მიმართ (ფრანგულიდან თარგმნეს ალექსანდრა მარგველაშვილმა და მანანა სულაძემ). კარდინალი ალბერ ვანუა წმინდა წერილის გამოჩენილი მკვლევარია, რომელიც აღიარებულია როგორც ებრაელთა მიმართ წერილის შესწავლისა და ანალიზის საუკეთესო სპეცისლიტი, ეგზეგეტი და ექსპერტო. მამა პიერ დიუმულენი – მონაკოს ეპარქიის მღვდელმსახური,  ღვთისმეტყველების დოქტორი და სულხან– საბას სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორია.

 

ვიქტორ რცხილაძე, მე–20 საუკუნის გერმანელი მოაზროვნეები ღვთის არსებობის შესახებ. წიგნში განხილულია რუდოლფ ოტტოს, ფრანც ბრენტანოს, იოანეს ფოლკელტის, პეტერ ვუსტის, ედით შტაინის, ფრანც სავიცკის, პაულ ალტჰაუსის, კარლ იასპერსის, პაულ ტილიხის, კარლ რანერის, ჰანს ურს ფონ ბალთაზარის, ვოლფრატ პანენბერგის, იოზეფ მარია ბოხენსკის და რომანო გუარდინის თეოლოგიური შეხედულებები.

 

კონრად პაულ ლისმანი, სიორენ კირკეგორი (გერმანულიდან თარგმნა ვიქტორ რცხილაძემ). ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის პროფესორი მე–20 საუკუნის ბოლოს დაწერილი ნაშრომი კირკეგორის ფილოსოფიის აქტუალობაზე საუბრობს.

 

 

 

ვაჯა ვარდიძე, ფუნდამენტური თეოლოგია. წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს ფუნდამენტური თეოლოგიის პირველ ნაწილს და განიხილავს რელიგიის ტრაქტატს, რომელიც ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა კითხვა რელიგიის არსებობის შესახებ, ღმერთის არსებობისა და შემეცნების საკითხს, რწმენის (თეოლოგიისა) და გონების (ფილოსოფიის) ურთიერთდამოკიდებულაებას, ადამიანის რელიგიური ბუნებისა და ცნობიერების სტრუქტურას.

 

იოანეს ჰესენი, პლატონიზმი და პროფეტიზმი (გერმანულიდამ თრგმნა ვიქტორ რცხილაძემ). იოანეს ჰესენი (1889–1971) მეოცე საუკუნის ფილოსოფოსია, რომელიც თავის წიგნში „პლატონიზმი და პროფეტიზმი“ ანტიკური და ბიბლიური სულიერი სამყაროს შედარების კვლევის შედეგებს გვაცნობს.

 

 

პიერო პეტროზილო, ქრისტიანობის ლექსიკონი (იტალიურიდან თარგმნა მარიკა სააკაშვილმა, რედაქტორი მერაბ ღარანიძე). წიგნში ანბანურადაა დალაგებული ცნებები და ცნობები, რომლებიც წარმოაჩენს ქრისტიანულ სამყაროს: საღმრთო წერილსა და საღმრთო გადმოცემას, ეკლესიის მოძღვრებას სარწმუნოებისა და ზნეობის შესახებ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის სულიერ და ლიტურგიულ ცხოვრებას, ეკლესიის ისტორიის განმაპირობებელ მოვლენათა განვითარებასა და თანამედროვე მდგომარეობას, კანონიკური სამართლის დებულებებსა და ღმრთისმოსაობის პრაქტიკებს.

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group