 |
|
|


გერმანელები საქართველოში

|
|
რელიგიათა საბჭოს შეხვედრა 22 დეკემბერს, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს 2011 წლის დასკვნითი შეხვედრა. შეხვედრაზე უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, თამარ კინწურაშვილმა შეაჯამა 2011 წლის მანძილზე განხორციელებული ის ცვლილებები, რომელიც საქართველოში რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელდა.
საბჭოს შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ იურისტები: გიორგი მელაძე და ვახუშტი მენაბდე. მათ საბჭოს წევრებთან ერთად ისაუბრეს საქართველოს კანონმდებლობის იმ ძირითად ასპექტებზე, რომელიც არსებითად აწესრიგებს რელიგიური უმცირესობების სამართლებრივ სტატუსს საქართველოში. დისკუსია შეეხო სისხლის და სამოქალაქო სამართლის კოდექსებს; კანონმდებლობას განათლების, სასჯელაღსრულების და სამედიცინო სფეროში; კანონმდებლობას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის სფეროში. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რელიგიური საქმიანობის და რელიგიური ორგანიზაციების დაბეგვრისა და რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხებზე და რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
რელიგიათა საბჭოს წევრებმა თხოვნით მიმართეს იურისტებს შემდეგი შეხვედრისათვის მომზადდეს სასულიერო პირთა საშემოსავლო დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი ანალიზი.
შეხვედრა ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.
|
|
|
|
| | | |

ჟურნალი სოლიდარობა 
ეთნოსები საქართველოში 
რელიგიები საქართველოში
დამდეგი დღესასწაული
ებრაული,
30 სექტემბერი
იომ კუპური
| |
|
|
 |
ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით |
 |
Created By Intellcom Group |
|