GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

”აინუნგის” 20 წლისთავი

„შერიგების“ ევანგელურ–ლუთერულ ეკლესიაში 2011 წლის 19 დეკემბერს  საქართველოს გერმანელთა ასოციაციის „აინუნგის“ დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება და კონცერტი  გაიმართა. მიღებაზე ასოციაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა გარი აუგსტმა წაიკითხა მოხსენება საქართველოში გერმანელების ისტორიულ–კულტურულ მემკვიდრეობასა და ორგანიზაცია „აინუნგის“ მოღვაწეობაზე.

ორგანიზაცია საქართველოში 1991 წელს დარეგისტრირდა. „აინუნგი“ ძველი გერმანული სიტყვაა და ერთობას ნიშნავს. სადღეისოდ ორგანიზაცია 2000 მდე წევრს აერთიანებს, რომელთა უმრავლესობა ცხოვრობს თბილისში, 100–მდე რუსთავში, ბოლნისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში.

ასოციაციის ძირითადი მიზნებია: გერმანელი ხალხის კულტურისა და ისტორიის შესწავლა; გერმანელი ხალხის ეროვნული, კულტურული და რელიგიური ტრადიციების აღდგენისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა; გერმანული წარმოშობის პირთათვის ეროვნების და გვარების აღდგენაში დახმარება.

ასოციაცია, მისი არსებობის პირველ წლებში, როდესაც საქართველოში განსაკუთრებით მძიმე სოციალური მდგომარეობა იყო, გერმანიიდან კერძო შემოწირულობის ხარჯზე, რეგულარულად ამარაგებდა პროდუქტებით რამდენიმე ათეულ ოჯახს.

1995 წელს ასოციაციამ შეღავათიან პირობებით მიიღო მიწის ნაკვეთი (ყოფილი გერმანელების სასაფლაო) ტერენტი გრანელის ქუჩაზე. ამ ნაკვეთზე ზაარბრუკენის უნივერსიტეტის პროფესორმა, თეოლოგმა გერდ ჰუმელმა ააშენა „შერიგების“ ეკლესია. დღეს ასოციაციის ოფისი გალაკტიონ ტაბიძის 3/5–ში მდებარეობს. აქ ასოციაციის გარდა გახსნილია გერმანიის დიაკონური სამსახურის მიერ დაფინანსებული სასადილო უმწეო მოხუცებისათვის.

„აინუნგს“ იუბილე მიულოცა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ორთვინ ჰენიგმა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, თამარ კინწურაშვილმა.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group