GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან 

2013 წლის 8 ივლისს გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან. შეხვედრის მიზანი იყო საბჭოს წევრებისათვის შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის 2012 წლის ანგარიშის წარდგენა.

Forum 18 სოფელ სამთაწყაროს მოვლენების შესახებ 

2013 წლის, 12 ივლისს, სამთაწყაროში, პარასკევის ტრადიციული ლოცვა აღარ ჩატარებულა. ორთვიანი მუქარისა და დაშინების გამო, ვერცერთმა სამთაწყაროელმა მუსლიმმა ვეღარ გაბედა მეჩეთში მისვლა; ადგილობრივმა ხოჯამ, რომელიც პერმანენტული თავდასხმების მსხვერპლია, დატოვა სოფელი. სოფელ სამთაწყაროში განვითარებული მოვლენებისა და ასევე ბოლო პერიოდში საქართველოში გახშირებული ისლამოფობიური ტენდენციების შესახებ, გთავაზობთ Forum 18-ის მიერ, 4 ივლისს გამოქვეყნებულ მასალას.

ისტორიული ლიტურგია ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში 

2013 წლის 7 ივლისს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის საკათედრო ტაძარში ისტორიული ლიტურგია გაიმართა. ლიტურგია ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ურთიერთპატივისცემისა და თანადგომის თემას ეძღვნებოდა.

სახალხო დამცველი სოფელ სამთაწყაროში მომხდარი ინციდენტების გამოძიებას მოითხოვს 

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაიწყოს გამოძიება სოფელ სამთაწყაროში 2013 წლის 24 მაისს, 31 მაისს, 7 ივნისსა და 28 ივნისს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით და გაატაროს სათანადო ღონისძიებები სოფელ სამთაწყაროს მუსლიმი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

სახალხო დამცველის მიმართვა შსს მინისტრს სოფელ წინწყაროში განვითარებულ მოვლენებზე 

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, გაატაროს სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები, რათა არ დაუშვას თავდასხმა სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმებზე. 2013 წლის 28 ივნისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა ჩატარდა. მოგვიანებით, სოფლის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ თავი მოიყარა ლოცვის ადგილას და უკმაყოფილება გამოხატა ლოცვის ფაქტთან  დაკავშირებით.

მულტიეთნიკური ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“ - კულტურათა დიალოგი“ 

2013 წლის 21 ივნისს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა  მულტიეთნიკური ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“ - კულტურათა დიალოგი“ და ასევე გაიმართა დამწყები მხატვრების ნამუშევრების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ფესტივალი გახსნა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა. ფესტივალზე სხვადასხვა ეთნიკურმა ჯგუფებმა წარმოადგინეს თავიანთი კულტურისათვის დამახასიათებელი მუსიკალური ნომრები.

ტრენინგები ეთნიკური საბჭოს ახალგაზრდული ჯგუფისათვის 

2013 წლის 17-19 ივნისს, სასტუმრო ამბასადორში (კაჭრეთი) გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ახალგაზრდული ჯგუფის ტრენინგი. ტრენინგში მონაწილეობდენენ ეთნიკური უმცირესობების  წარმომადგენელი სტუდენტები, უმეტესობა მათგანი ისინი, ვინც უმაღლეს სასწავლებლებში 4+1 სისტემის მეშვეობით ჩააბარა.

კონფერენცია - „უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში: არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ 

2013 წლის 15 მაისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა საქართველოს პარლამენტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი კონფერენცია „უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში: არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“.

სოლიდარობის აქცია მეიდანზე 

2013 წლის 14 ივნისს თბილისში, მეიდანზე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით გაიმართა აქცია, რომლის მიზანიც სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები მუსლიმებისათვის სოლიდარობის გამოცხადება იყო.

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან 

13 ივნისს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი და ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 21 სექტემბერი

როშ ჰაშანა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group