GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველი მსოფლიოს ებრაელებს ებრაული ტრადიციით ახალი წლის დადგომას ულოცავს

დღეს, 4 სექტემბრის საღამოს მზის ჩასვლის შემდეგ მთელი მსოფლიოს ებრაელები „როშ ჰაშანას“ - 5774–ე ახალ წელს აღნიშნავენ. მინდა გულით მივულოცო მათ ეს დღესასწაული. 
  
„როშ ჰაშანა“ სამყაროს შექმნის პატივსაცემად აღინიშნება.  არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც, როშ „ჰაშანას დროს“  ღმერთი განსჯის ადამიანს გასული წლის ქმედებებისთვის, ჩაწერს ან არ ჩაწერს მის სახელს სიცოცხლის წიგნში და განსაზღვრავს მის ბედს დამდეგი წლისთვის. ამ დღეებში ყოველი ებრაელი ინანიებს მის შეცდომებსა და ცოდვებს.  ჭეშმარიტი რწმენა იმისა, რომ უფალს თითოეული ადამიანისთვის მხოლოდ სიკეთე სურს, ამ დღეს დღესასწაულად აქცევს. 

  
ებრაული ახალი წელი ორი დღის განმავლობაში აღინიშნება. „როშ ჰაშანას“ დღეებში შოფარს (ცხვრის რქის საკრავი) უკრავენ და სიმბოლურ ხილს მიირთმევენ – მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თაფლში ამოვლებული ვაშლი. ახალი წლის წინა დღეს ერთმანეთისათვის მისალოც ბარათებს გზავნიან და ჩუქნიან საჩუქრებს. 

  
კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ებრაელებს ახალი წლის დადგომას და ვუსურვებ მშვიდობიან, ჯანმრთელ და ბედნიერ წელიწადს! 

  
შანა ტოვა! 

  
უჩა ნანუაშვილი
 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group