GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობის საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრა ეუთოს უმაღლეს კომისართან, ასტრიდ ტორსთან 

2014 წლის 19 თებერვალს სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობის საბჭოს წარმომადგენლებს ეუთოს უმაღლესი კომისარი ასტრიდ ტორსი შეხვდა. შეხვედრას უმაღლესი კომისრის მრჩევლები ვინსენტ დე კრაფტი და კაუპო კანდი ესწრებოდენენ.

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის მიმართვა ეკლესიის ყოველწლიურ მიღებაზე 

ეს მიღება საშუალებას გვაძლევს, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენი ეკლესიის საქმიანობას გასულ წელს, მოვიხსენიოთ სიახლეები, რომლებიც არა მარტო ჩვენს ევანგელიურ-ლუთერულ ეკლესიას ეხება, არამედ ყველა ეკლესიას სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან მიმართებაში.

სახალხო დამცველის განცხადება რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებასთან დაკავშირებით 

სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვლის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გარდა, საქართველოში არსებულმა სხვა რელიგიურმა გაერთიანებებმაც მიიღონ დაფინანსება.

თეოლოგიის დოქტორის, მალხაზ სონღულაშვილის გამოხმაურება ეკლესიათა დაფინანსების სამთავრობო ინიციატივაზე 

საქართველოს ხელისუფლება აპირებს ბიუჯეტიდან დაფინანსება მისცეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, კიდევ ოთხ რელიგიურ გაერთიანებას: სომხურ სამოციქულო ეკლესიას, რომის კათოლლიკურ ეკლესიას საქართველოში, საქართველოს იუდეურ და მუსლიმურ თემებს. 

სახარებისეული რწმენის ეკლესიის ოლეგ ხუბაშვილის გამოხმაურება მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით 

პირველ რიგში, მინდა დადებითად გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის განცხადებას რელიგიური მიმართულებების დაფინანსებასთან დაკავირებით, რადგან ამ დრომდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ მარლმადიდებელი ეკლესია ფინანსდებოდა. პრემიერმა განაცხადა, რომ დამატებით კიდევ ოთხი რელიგიური გაერთიანება მიიღებს დაფინანსებას, თუმცა საქართველოში რელიგიები გაცილებით უფრო დიდი სპექტრით არიან წარმოდგენილნი.

ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე 

2014 წლის, 27 იანვარს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და საერთაშორისო ფონდ „ლეას“ მიერ ორგანიზებული   ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის სიტყვა ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 

დღეს, 27 იანვარს, მსოფლიო ნაცისტური რეჟიმის მიერ მეორე მსოფლიო ომში  6 მილიონამდე ებრაელის, ასევე ბოშების, პოლონელების, ფსიქიკური პრობლემებისა და შეზღუდული შესაძლებლობის, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის  მქონე ადამინიების, იეჰოვას მოწმეებისა და სამხედრო ტყვეების  მსხვერპლსა და მილიონობით ადამიანის დევნისა და წამების შემზარავ ამბავს იხსენებს.

ეკუმენური ლოცვა 

2014 წლის 24 იანვარს სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში ტრადიციული ეკუმენური ლოცვა გაიმართა, რომელშიც კათოლიკე, ევანგელურ-ლუთერული და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიები მონაწილეობდნენ. ქრისტიანთა ერთობის აღსანიშნავად გამართულ ეკუმენურ ლოცვას ათწლეულზე მეტი ხნის ტრადიცია აქვს საქართველოში.

ნილს მუჟნიეკსის შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებთან 

2014 წლის, 20 იანვარს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ნილს მუჟნიეკსი საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან 

2013 წლის 23 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან. შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველი ბატონი უჩა ნანუაშვილი.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group