GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეთნიკური უმცირესობის საბჭოს შეხვედრა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან

2013 წლის 20 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, გურამ ოდიშარიასთან და მინისტრის მოადგილესთან, მარინა მიზანდართან.

 

შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა გახსნა. მან მოუწოდა საბჭოს წევრებს ღიად ესაუბრათ არსებული პრობლემების შესახებ და თამამად დაესვათ შეკითხვები სამინისტრის წარმომადგენელთათვის. საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე დასვეს სომხური თეატრის რესტავრაციისა და გაზეთ „მნოგონაციონალნაია გრუზიას“ დაფინანსების გაგრძელების აუცილებლობის საკითხი; შეხვედრაზე ასევე დაისვა ეთნიკურ უმცირესობათა ფოლკლორული ჯგუფების მხარდაჭერისა და საერთო შეხვედრებისათვის ფართის/შენობის გამოყოფის საკითხი. ეთნიკური საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მცირე ეთნიკური ჯგუფების კულტურის მხარდაჭერის აუცილებლობაზეც. მინისტრმა საბჭოს წევრებს მოუწოდა, ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის მხარდამჭერი იდეები პროექტებად აქციონ და ამ ფორმით წარუდგინონ სამინისტროს.

 

ებრაული თემის წარმომადგენელმა, მარინე სოლომონიშვილმა, კულტურის მინისტრს სთხოვა თანადგომა, ახალციხის მუზეუმის სარდაფში დაცული ებრაული კულტურის ნიმუშების გადატანის თაობაზე, ახალციხის ყოფილი რაბათის შენობაში, რომელიც ამ დრომდე სპორტულ კომპლექსად გამოიყენებოდა, ახლა კი მასში ებრაული კულტურის მუზეუმის განთავსება იგეგმება.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group