GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ – კულტურათა დიალოგი" 

2013 წლის 19 ოქტომბერს, მულტიეთნიკური კულტურის ფესტივალის „ერთი ცის ქვეშ – „კულტურათა დიალოგი“ ფარგლებში, გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში ფოლკლორული კონცერტი გაიმართა. უკვე ტრადიციად ქცეული ფესტივალის ორგანიზატორია „საქართველოს გაეროს ასოციაცია“.

მედიაკონკურსი 

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის თემაზე - ,"ტოლერანტობა და მრავალფეროვნება". კონკურსის ორგანიზატორია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი. კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 2013 წლის 01 იანვრიდან 28 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე პერიოდულ (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური) გაზეთში, ჟურნალში ან ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული ქართულენოვანი სტატია, რომელიც უნდა უკავშირდებოდეს შემდეგ თემატიკას:

ქართული ნაშრომი საენტოლოგიაზე 

2013 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა თეიმურაზ ფანჯიკიძის ახალი წიგნის „საენტოლოგია“ პრეზენტაცია. ეს ქართულ ენაზე დაწერილი პირველი სამეცნიერო მონოგრაფიაა საენტოლოგიაზე.

თომას ჰამარბერგი - საქართველო გარდამავალ პერიოდში, უმცირესობათა უფლებები 

გთავაზობთ, საქართველოში საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის საგანგებო მრჩეველის, თომას ჰამარბერგის შეფასებებისა და რეკომენდაციების იმ ნაწილს, რომელიც საქართველოში უმცირესობათა უფლებების დაცვას ეხება. მოხსენება გამოქვეყნდა 2013 წლის სექტემბერში.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიმართვა მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 

1981 წელს, გაეროს გენერალურმა ასამლეამ 21 სექტემბერი მშვიდობის დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მშვიდობიანი თანაცხოვრების თემა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავე და აქტუალურია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

სახარებისეული რწმენის ეკლესიამ 11 სექტემებრის ტერაქტის ხსოვნის დღე გამართა 

2013 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიში 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვილი საღამო გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო, სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიებისა და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკის სფეროში მოღვაწე ადამიანებსა და უფლებადამცველებს ერთად ესაუბრათ მშვიდობიანი თანაცხოვრების მნიშვნელობაზე.

სახალხო დამცველი მსოფლიოს ებრაელებს ებრაული ტრადიციით ახალი წლის დადგომას ულოცავს 

დღეს, 4 სექტემბრის საღამოს მზის ჩასვლის შემდეგ მთელი მსოფლიოს ებრაელები „როშ ჰაშანას“ - 5774–ე ახალ წელს აღნიშნავენ. მინდა გულით მივულოცო მათ ეს დღესასწაული. „როშ ჰაშანა“ სამყაროს შექმნის პატივსაცემად აღინიშნება.  არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც, როშ „ჰაშანას დროს“  ღმერთი განსჯის ადამიანს გასული წლის ქმედებებისთვის, ჩაწერს ან არ ჩაწერს მის სახელს სიცოცხლის წიგნში და განსაზღვრავს მის ბედს დამდეგი წლისთვის.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს განცხადება მუსლიმ თემთან მიმართებით მომხდარი ფაქტების შესახებ 

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში, საქართველოში, მუსლიმ თემის წარმომადგენლებთან მიმართებით მომხდარი ექსცესების გამო, რაც ზოგიერთ შემთვეევაში, მოსახლეობის ან სახელმწიფო უწყების ცალკეულ წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული ქმედებებით ან უმოქმედობით გამოიხატა. 

ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო მინარეთის მოხსნის ფაქტს ეხმიანება 

დღეს, 2013 წლის 27 აგვისტოს, სახალხო დამცველის ოფისში სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათი შეკრების მიზეზი ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში, მინარეთის მოხსნის გარშემო განვითარებული მოვლენები იყო.

 

მედიის განვითარების ფონდი სამთაწყაროს მოვლენების გაშუქების შესახებ 

გამოვიდა მედიის განვითარების ფონდის მე-8 ბიულეტენი. ბიულეტენის ვრცელი ნაწილი სოფელ სამთაწყაროში განვითარებული მოვლენების მედიაგაშუქების საკითხს ეხება. მედიის განვითარების ფონდი მოწოდებულია აღმოფხვრას მედიაში და მედიის მიერ ქსენოფობიური, რასობრივი და დისკრიმინაციული გაშუქების პრაქტიკა ადამიანის კანის ფერის, ეთნიკური, რელიგიური და გენდერული კუთვნილების გამო.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 21 სექტემბერი

როშ ჰაშანა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group