GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიმართვა მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

1981 წელს, გაეროს გენერალურმა ასამლეამ 21 სექტემბერი მშვიდობის დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მშვიდობიანი თანაცხოვრების თემა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავე და აქტუალურია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

 

ჩვენთვის, როგორც რელიგიური გაერთიანებებისთვის ადამიანებს შორის სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების კულტურის გაღვივება უმთავრესი მოვალეობაა. დღეს, თანამედროვე მსოფლიოსათვის ცხადია, რომ მშვიდობის დამყარება მჭიდრო კავშირშია ადამიანის უფლებების, მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის თემასთან. მშვიდობის შემოქმედნი სწორედ ის ადამიენბი იყვენენ და არიან, რომლებსაც კარგად აქვთ გათავისებული სხვისი, განსხვავებულის, უცხოს პატივისემის აუცილებლობა, კარგად აქვთ გათავისებული, ყველა რელიგიისთვის საერთო ოქროს წესი, საერთო მორალური კანონი: მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ გექცეოდნენ.

 

დღევანდელ, ომებითა და სისხლისღვრით აფორიაქებულ მსოფლიოში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რელიგიებმა, ამა თუ იმ კონფესიების წარმომადგენლებმა და ზოგადად კეთილი ნების ადმიენებმა, არამხოლოდ ღიად, საჯაროდ ვისაუბროთ მშვიდობის, ხიდების მშენებლობის აუცილებლობაზე, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად ადამინის ღირსების დაფასებაზე და მისი უფლებების უპირობო პატივისცემაზე, არამედ ჩვენ თავად აქტიურად ჩავებათ მშვიდობის მშენებლობის პროცესში, ყველგან ჩვენი ცხოვრების თითოეულ შესაძლო უბანზე.

 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, თავის ხმას უერთებს მშვიდობის დაცვის საერთაშორისო დღეს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქტიურ ცხოვრებისეულ პოზიციად აქციოს მთავარი მორალური კანონი: მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ გექცეოდნენ.

 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group