GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახარებისეული რწმენის ეკლესიამ 11 სექტემებრის ტერაქტის ხსოვნის დღე გამართა

2013 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიში 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვილი საღამო გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო, სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიებისა და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკის სფეროში მოღვაწე ადამიანებსა და უფლებადამცველებს ერთად ესაუბრათ მშვიდობიანი თანაცხოვრების მნიშვნელობაზე.

 

შეკრებილ სტუმრებს ხანმოკლე სიტყვებით მიმართეს სახარებისეული რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსმა ოლეგ ხუბაშვილმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ლორთქიფანიძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მრჩეველმა, რობერტ რუბეიმ,  საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა ,საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ, ირანელმა პასტორმა რეზა ქაჰნამოუმიმ. საღამოზე სრულდებოდა მშვიდობისადმი მიძღვნილი მოკლე ლოცვები და საგალობლები; ღონისძიება დასრულდა ბავშვების მიერ შესრულებული სიმღერით.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group