GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

მედიაკონკურსი

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის თემაზე - ,"ტოლერანტობა და მრავალფეროვნება". კონკურსის ორგანიზატორია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი. კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 2013 წლის 01 იანვრიდან 28 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე პერიოდულ (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური) გაზეთში, ჟურნალში ან ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული ქართულენოვანი სტატია, რომელიც უნდა უკავშირდებოდეს შემდეგ თემატიკას:

 

საქართველოს ეთნოსთაშორის და/ან რელიგიათშორის ურთიერთობებს;

საქართველოს ეთნოსებისა და/ან მოქმედი რელიგიების ყოველდღიურობას, კულტურასა და თავისებურებებს;

ქვეყანაში ეთნიკური და/ან რელიგიური ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობას;

ეთნიკური და/ან რელიგიური უმცირესობების მდგომარეობას საქართველოში;

საზოგადოებაში ეთნიკურ და/ან რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის პრობლემას;

საზოგადოებაში რელიგიური და/ან ეთნიკური ნიშნით დამკვიდრებული ნეგატიური სტერეოტიპების კრიტიკულ ანალიზს;

საზოგადოებაში ეთნიკურ და/ან რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობასთან, დისკრიმინაციასთან, ქსენოფობიასთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებასა და მის ასახვას საქართველოში;

სახელმწიფოსა და რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობათა სხვადასხვა ასპექტებს.

 

პუბლიკაცია საზოგადოებაში ტოლერანტული გარემოს განვითარებას, მრავალფეროვნების კულტურის პატივისცემასა და ზემოჩამოთვლილ საკითხებზე დისკუსიის ინიცირებას უნდა უწყობდეს ხელს.

 

სტატიის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 800 სიტყვისა.

 

კონკურსში გამარჯვებული სტატიის ავტორს გამოავლენს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალური კომისია.

 

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური სიგელებითა და პრიზებით.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გაზეთის/ჟურნალის/ინტერნეტ სტატიის გამოქვეყნებულ ორიგინალურ ვერსიასთან ერთად უნდა მოგვაწოდონ სტატიის ელექტრონული ვარიანტიც, მისამართზე: თბილისი, ნინო რამიშვილის 6, სახალხო დამცველის ოფისი, ტოლერანტობის ცენტრი ან გამოაგზავნონ ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე m.gavtadze@ombudsman.ge .

 

მოწოდებულ მასალას აუცილებლად თან უნდა ახლდეს ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    

 

საკონკურსო მასალის შემოტანის ბოლო ვადაა 2013 წლის 28 ოქტომბერი

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group