GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ვიქტორინა 2014 - „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“ 

2014 წლის 16 დეკემბერს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუში“  ჩატარდა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინა „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“. უკვე ტრადიციად ქცეული ვიქტორინის მიზანია სკოლის მოსწავლეთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

საქართველოს სახალხო დამცველის მილოცვა ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით 

საქართველოს სახალხო დამცველი  ებრაელ ხალხს ხანუქას -მთელ მსოფლიოში მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის - დღესასწაულს ულოცავს  და ებრაულ თემს საქართველოში მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

შეხვედრა კარდინალ კურტ კოხთან 

2014 წლის 15 დეკემბერს, სახალხო დამცველის ოფისში, საქართველოს სახალხო დამცელთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრსა და რელიგიათა საბჭოს შეხვდა წმინდა საყდრის ქრისტიანთა ერთიანობის ხელშემწყობი კომისიის პრეზიდენტი, კარდინალ კურტ კოხი, რომელიც სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.

სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტის განხილვა 

2014 წლის 4 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში გაიმართა სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონის განხილვა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებთან. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მონაწილეობდენენ კანონპროექტის თანაავტორები, მეცნიერებათა აკადემიის წევრები, ავთო არაბული და ჯონი ხეცურიანი.

საჯარო დებატები: ეროვნული უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა 

2014 წლის 28 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად საჯარო დებატები გამართა ეროვნული უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. დებატებზე მოხსენებები წარმოადგინეს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორმა კობა ჩოფლიანმა; სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა; სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა იზაბელა ოსიპოვამ. დისკუსიას მოდერაცია სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გაუწია.

ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების წევრთა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან 

2014 წლის 20 ნოემბერს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების წევრები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ. ეროვნულ უმცირესობათა საბჭოში საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები, ხოლო რელიგიათა საბჭოში მოქმედი რელიგიურ კონფესიებია გაერთიანებული.

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის სიტყვა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 

დღეს სახალხო დამცველი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშვს. ეს თარიღი 1996 წლის 16 ნოემბერს იუნესკოს მიერ ტოლერანტობის შესახებ დეკლარიციის მიღებასთანაა დაკავშირებული.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 

2014 წლის 17  ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა გახსნა. შეკრებილ სტუმრებს მიესალმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ტომას მორისი.

https://m.flickr.com/#/photos/124789731@N04/15625822218/in/set-72157647003114374/

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ახალგაზრდული ჯგუფის ტრენინგი 

2014 წლის, 31 ოქტომბერიდან  2 ნოემბრამდე კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში ჩატარდა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ახალგაზრდული ჯგუფის ტრენინგი.

რელიგიათა საბჭო ქალებზე ძალადობის შესახებ 

სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წევრ რელიგიურ გაერთიანებებს გვსურს  გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და  მკვლელობის უკიდურესად შემაშფოთებელ შემთხვევებს. უპირველეს ყოვლისა,  გვინდა საერთო მწუხარება გამოვთქვათ მოძალადეების ხელით დაღუპული  ქალების გამო და მივუსამძიმროთ ყველას, ვინც ამ ტრაგედიების სერიამ დააობლა და შეძრა.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 11 ივნისი

ტავაფა ეზიდი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group