GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის დაჯილდოება

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, მალხაზ სონღულაშვილი  შაბაზ ბჰათის ყოველწლიური თავისუფლების ორდენით დაჯილდოვდა, “მისი დაუღალავი შრომისთვის მშვიდობიანი და შერიგებული მსოფლიოს შენების საქმეში.”

 

დაჯილდოვების ცერემონია ბერლინში გაიმართა. მალხაზ სონღულაშვილს ჯილდო გადასცეს გერმანიის მთავრობის მინისტრმა, ჰერმან გროჰემ და ნორვეგიის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ამჟამად კი ოსლოს მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის პრეზიდენტმა, კიელ მაგნე ბონდევიკმა.

 

წინა წლის თავისუფლების ორდენის ლაურიატი იყო რომის პაპი ფრანცისკე. თავად შაბაზ ბჰათი იყო 21-ე საუკუნის რომის კათოლიკე მოწამე თავისუფლებისათვის და უმცირესობის უფლებებისათვის.

 

2015 წლის 15 იანვარს, ბეთელში  გაიმართა საზეიმო მიღება, სადაც მალხაზ სონღულაშვილს საპატიო ჯილდო აშშ  ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების სასულიერო პირებმა, ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა მიულოცეს.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

უკრაინა, 24 აგვისტო

დამოუკიდებლობის დღე

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group