GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეხვედრა 

2015 წლის, 28 იანვარს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო შეხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რელიგიათა საბჭოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ურთიერთთანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმება.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 

2015 წლის 27 იანვარს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“-ში საქართველოს სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ფონდ „ლეა“-ს ორგანიზებით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წევრები.

ეკუმენური ლოცვა 

2015 წლის, 23 იანვარს თბილისის ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში ქრისტიანთა ერთობისათვის ეკუმენური ლოცვა გაიმართა. ლოცვაში მონაწილეობდნენ ევანგელურ-ლუთერული, ევანგელურ-ბაპტისტური, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, კათოლიკე ეკლესიისა და ხსნის არმიის სასულიერო პირები და მრევლი. 

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 

2014 წლის 23 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, კამპანია „არა ფობიას“ ფარგლებში, ამ კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული და მთავრობის  მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების განხილვა, რომელიც შუღლის გაღვივების მიზნით მოწოდების დასჯას ისახავს მიზნად.

ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის დაჯილდოება 

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, მალხაზ სონღულაშვილი  შაბაზ ბჰათის ყოველწლიური თავისუფლების ორდენით დაჯილდოვდა, “მისი დაუღალავი შრომისთვის მშვიდობიანი და შერიგებული მსოფლიოს შენების საქმეში.”

ოსლოს კოალიციის წარმომადგენლების შეხვედრა რელიგიათა საბჭოსთან 

2015 წლის, 13 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში რელიგიათა საბჭოს წევრებს შეხვდნენ ოსლოს კოალიციის წარმომადგენელი, დაგ ნიგარდი და საერთსშორისო სამართლისა და რელიგიების საკითხების ექსპერტი, ჯერემი განი. საქართველოში მათი ვიზიტის მიზანი იყო რელიგიის თავისუფლების საკითხების შესწავლა

რელიგიათა საბჭოს განცხადება პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტის შესახებ 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას პარიზში, ჟურნალ „შარლი ებდო“-ზე განხორციელებლი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, ვუსამძიმრებთ და სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს და ამ ტრაგედიით შეძრულ ყველა ადამიანს.

სახალხო დამცველი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შობის დღესასწაულს ულოცავს 

ძვირფასო თანამოქალაქეებო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წევრებო, გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტეს შობა განსაკუთრებული და გამორჩეული ქრისტიანული დღესასწაულია. დაე, ეს დღე ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისათვის სიხარულის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი. მრავალ შობა-ახალ წელს დავსწრებოდეთ ძლიერ, განვითარებულ და თავისუფალ საქართველოში.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს 

საქართველოს სახალხო დამცველი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას ულოცავს, რომელსაც სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია 6 იანვარს აღნიშნავს.

25 დეკემბრის საშობაო მილოცვა 

მსოფლიოს ქრისტიანული ეკლესიების ნაწილი იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. ეს დღე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია და განსაკუთრებული საოჯახო ტრადიციებითაა აღსავსე. მინდა ჩვენს თანამემამულე და საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანსა, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, ეს დღე მივულოცო და მათ მშვიდობა, კეთილდღეობა და სიხარული ვუსურვო.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group