GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

მედიაკონკურსი 

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის თემაზე - "ტოლერანტობა და მრავალფეროვნება". კონკურსის ორგანიზატორია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი. კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 01 იანვრიდან 30 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე პერიოდულ (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური) გაზეთში, ჟურნალში ან ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული ქართულენოვანი სტატია, რომელიც უნდა უკავშირდებოდეს შემდეგ თემატიკას:

რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის საკითხები საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში განიხილეს 

2014 წლის 7-14 ივლისს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 111-ე სესიის სხდომებზე განიხილებოდა საქართველოს ანგარიში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის განხორციელების თაობაზე. იხ: http://armenianchurch.ge/ka/siakhleebi/34-news/760-geneva 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს განცხადება 

ჩვენ, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ერაყში  ტერორისტული დაჯგუფების  (ISIS) მიერ მშვიოდბიან ეზიდ მოსახლეობაზე ძალადობის, მათი დევნისა და ფიზიკური განადგურების გამო.

შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედი გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიში 

2014 წლის 30 ივნისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და 2012-13 წლების სამოქმედი გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიშის სამუშაო ვერსიის წარდგენა სახელმწიფო უწყებებისადმი.

სახალხო დამცველის მილოცვა რამადანის დაწყებასთან დაკავშირებით 

საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ვულოცავ რამადანის თვის დაწყებას. ეს პერიოდი მუსლიმთა ცხოვრებაში განსაკუთრებულია. მარხვითა და ლოცვით, სულიერი შრომით მორწმუნები სრულყოფენ საკუთარ თავს, ადამიანთა შორის ურთიერთობას, აღასრულებენ წმინდა, უზენაეს მცნებებს, ხოლო ამ განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგად მოპოვებული სულიერი სიმდიდრე მარაგად მიყვება მთელს წელიწადს.

სახალხო დამცველის დებატები - „გამოწვევები შემწყნარებლობის გზაზე“ 

27 ივნისს,საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა დებატები თემაზე  - „გამოწვევები შემწყნარებლობის გზაზე“. დებატები ჩატარდა საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით, ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის გაძლიერება“ ფარგლებში. დებატების ძირითადი მიზანი იყო რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური და სხვა ტიპის უმცირესობების წინაშე მდგარ გამოწვევებზე მსჯელობა. მსჯელობისას ასევე განიხილეს რასობრივ და გენდერულ თემასთან დაკავშირებული პრობლემები.

სემინარი რელიგიათა საბჭოსთვის - რელიგიური გაერთიანებების უფლებები საქართველოში 

2014 წლის 12-14 ივნისს, სასტუმრო „ამბასადორში“, კაჭრეთში, ჩატარდა სემინარი სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრებისთვის „რელიგიური გაერთიანებების უფლებები საქართველოში“.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური საბჭოს შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან 

2014 წლის 9 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილეები უმაღლესი, ზოგადი და პროფესიული განათლების დარგებში,  ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრების თანამშრომლები, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

იმედის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში 

6-8 ივნისს საქართველოში იმედის საერთაშოირსო ფესტივალი ტარდება. იმედის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები ადგილობრივი და საერთაშორისო ქრისტიანულ-ევანგელური გაერთიანებები არიან. ფესტივალში მრავალი ადგილობრივი და უცხოელი სტუმარი იღებს მონაწილეობას.

ნართების ეპოსის ორენოვანი გამოცემისა და ოსურ-ქართული და ქართულ-ოსური ლექსიკონების მეორე გამოცემის პრეზენტაცია 

2014 წლის 5 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართა ნართების ეპოსის ორენოვანი გამოცემისა და ოსურ-ქართული და ქართულ-ოსური ლექსიკონების მეორე გამოცემის პრეზენტაცია. ნართების ეპოსი ქართულ ენაზე თარგმნა პროფესორმა ნაირა ბეპიევმა.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 30 სექტემბერი

იომ კუპური

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group