GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სურბ მინასის ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა

2014 წლის 19 სექტემბერს, თბილისში, გელათის ქუჩაზე მდებარე სომხური წარმოშობის სურბ მინასის სახელობის ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა. ეს უკვე მესამე სომხური წარმომავლობის ეკლესიაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ზიანდება. 2009 წელს ჩამოიქცა სურბ გევორგის ეკლესის გუმბათი და კედლები, 2012 წელს ჩამოინგრა სურბ ნშანის ეკლესიის სვეტი და შესასვლელი.

 

სახალხო დამცველი წლებია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სწრაფად და ეფექტურად გადაწყვიტოს თბილისში ხუთი და ახალციზეში ერთი სომხური წარმომავლობის ე.წ.“სადავო“ ეკლესიების საკითხი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლები დაუბრუნდეს მათ ისტორიულ მეპატრონეს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თოთოეული ამ ძეგლის მდგომარეობა დამძიმდა, ხოლო ზოგიერთი მათგანი სრული დანგრევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group