GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭო ქალებზე ძალადობის შესახებ 

სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წევრ რელიგიურ გაერთიანებებს გვსურს  გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და  მკვლელობის უკიდურესად შემაშფოთებელ შემთხვევებს. უპირველეს ყოვლისა,  გვინდა საერთო მწუხარება გამოვთქვათ მოძალადეების ხელით დაღუპული  ქალების გამო და მივუსამძიმროთ ყველას, ვინც ამ ტრაგედიების სერიამ დააობლა და შეძრა.

სახალხო დამცველი იუდაიზმის მიმდევრებს იომ კიფურის დღესასწაულს ულოცავს 

4 ოქტომბერს იუდაური სადღესასწაულო კალენდრით უდიდესი დღე, იომ კიფური აღინიშნება. სახალხო დამცველი იუდაიზმის მიმდევრებს დიდი პატივისცემით ულოცავს ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს და უსურვებს სიხარულსა და ბედნიერებას.

სახალხო დამცველის მილოცვა მუსლიმებისადმი ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით 

დღეს, 4 ოქტომბერს ყურბან–ბაირამის დღესასწაული დაიწყო. ჩვენს მუსლიმ მოქალაქეებს, ტრადიციისამებრ, ვულოცავ ყურბან-ბაირამის დადგომას, ვუსურვებ ბედნიერებას, მშვიდობასა და სიხარულს, მაგრამ, ამასთან ერთად,  თანადგომას ვპირდები იმ გამოწვევების დაძლევის საქმეშიც, რასაც საქართველოში მცხოვრები ჩვენი მუსლიმი დები და ძმები აწყდებიან!

როშ ჰაშანას დღესასწაულის მილოცვა 

ებრაული თემი როშ ჰაშანას, ახალი წლის დადგომის დღესასწულის ზეიმს იწყებს. იუდაური ტრადიციის მიხედვით, ამ დღეებში ფასდება ადამიანის განვლილი წელი და განისაზღვრება მისი მომავალი. ამ დროს გავრცელებული ჩვეულებაა ახალი წლის წინა დღეს ერთმანეთისათვის მისალოცი ბარათების  “ლეშანა ტოვა-ს” გაგზავნა. 

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება სურბ მინასის ტაძრის დაზიანებასთან დაკავშირებით 

2014 წლის 19 სექტემბერს, თბილისში მე 18-ე საუკუნის მიწურულს აგებული  სურბ მინასის ეკლესიის სახურავი ჩამოინგრა. ეკლესია გელათის ქუჩა №13–ში მდებარეობს.

ქურთული კულტურის დღეები 

2014 წლის 21 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქურთული კულტურის დღეები გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს ქურთთა ახალგაზრდობის კავშირის მიერ და იგი ეძღვნებოდა 1914-1919 წლებში ოსმალეთის იმპერიიდან ქურთი-იეზიდების საქართველოში გადასახლებას.

სურბ მინასის ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა 

2014 წლის 19 სექტემბერს, თბილისში, გელათის ქუჩაზე მდებარე სომხური წარმოშობის სურბ მინასის სახელობის ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა. ეს უკვე მესამე სომხური წარმომავლობის ეკლესიაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ზიანდება. 2009 წელს ჩამოიქცა სურბ გევორგის ეკლესის გუმბათი და კედლები, 2012 წელს ჩამოინგრა სურბ ნშანის ეკლესიის სვეტი და შესასვლელი.

სემინარი ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთვის ევროინტეგრაციის და სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის აქტივობების შესახებ 

18 სექტემბერს უმცირესობათა საკითხების ევროპულმა ცენტრმა (ECMI), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, ეროვნული უმცირესობათა საბჭოსთვის სემინარი გამართა. სემინარი სამ ძირითად მიზანს ემსახურებოდა:

სახალხო დამცველის განცხადება ქობულეთში მუსლიმების წინააღმდეგ რელიგიური შეუწყნარებლობის მორიგი ფაქტის შესახებ 

ქობულეთში მიმდინარე მოვლენები რელიგიური შეუწყნარებლობის განსაკუთრებით საგანგაშო გამოხატულებაა. მუსლიმ მოქალაქეებს ეზღუდებათ რელიგიის და გადაადგილების თავისუფლება, ილახება მათი პატივი და ღირსება. პანსიონში სწავლისა და ცხოვრების მსურველ ბავშვებს ეზღუდებათ საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული ბავშვის ძირითადი უფლებები, მათ შორის განათლების  უფლება და რელიგიის თავისუფლება.

სახალხო დამცველის განცხადება ქობულეთის ინციდენტთან დაკავშირებით 

2014 წლის 10 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ლერმონტოვის ქუჩა N13-ში მდებარე მუსლიმთა სასულიერო სასწავლებლთან  (მედრესი) მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 30 სექტემბერი

იომ კუპური

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group